დღე: მარტი 9, 2025

Home 2025 მარტი 09 (კვირა)
თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა
ჩანაწერი

თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა

ავსტრიის გრან პრიზე უმედლო ორი დღის შემდეგ, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ნამუსი მძიმე წონაში მოჭიდავეებმა მოწმინდეს და ჩვენს დელეგაციას ერთბაშად სამი მედალი მოუტანეს – ორი ოქროს და ერთი ვერცხლის. 90 კილოგრამ წონაში სულაც ქართული ფინალი შედგა. უფრო სწორად, არ შედგა, რადგან ტატო გრიგალაშვილი ტრავმის გამო გიორგი ჯაბნიაშვილს არ გამოუცხადდა. ოქრო ჯაბნიაშვილს ერგო, ვერცხლი – გრიგალაშვილს....

სუპერბუდუ!
ჩანაწერი

სუპერბუდუ!

ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით, ვნახეთ – ბუდუ ზივზივაძემ ჰაიდენჰაიმში, შესაბამისად კი ბუნდესლიგაში, სადებიუტო გოლი გაიტანა. მისი გუნდი ჰოფენჰაიმს ესტუმრა და ქულას დასჯერდა. ჩვენიანი თავდამსხმელი სთადარიგო იყო, თუმც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 20 წუთში იხეირა კიდეც. ულამაზესი გოლი იყო. ცაციამ მარჯვენათი შორეულ ცხრიანში ჩაახვია… სადღეისოდ ბუდუს ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგის ცხრილში ბოლო ადგილზეა. https://streamin.me/v/8396aee8

ვა-სილ ლო-ბჟა-ნი-ძე
ჩანაწერი

ვა-სილ ლო-ბჟა-ნი-ძე

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონნატის ლიგა პრო დ2-ში 23-ე ტური გაიმართა, რომელშიც 20-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. სამმა მათგანმა კი თავი ლელოს დადებით გამოიჩინა. მანამდე ის უნდა ითქვას, რომ მართალია, „გრენობლმა“ ანგულემში 13:25 წააგო, მაგრამ უახლოეს მდევარ „პროვანსსა“ და „ბრივს“ მთელი 12 ქულით უსწრებს და ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. „ალპელების სასტარტო მარჯვენა ბურჯი გიორგი პერტაია გახლდათ. „პროვანნსმა“ „კოლომიეს“...

მამარდა: ვიცი, საუკეთესო ფორმაში არ ვარ!
ჩანაწერი

მამარდა: ვიცი, საუკეთესო ფორმაში არ ვარ!

„მარკა’’ წერს, რომ „ვალენსიასა’’ და „ვალიადოლიდის’’ შეხვედრის უარყოფითი გმირი მასპინძლეთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ფეხით თამაშში უხეში შეცდომა დაუშვა და ხუანმი ლატასას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. საქართველოს ნაკრების კარის მცველს ბურთი მისმა მცველმა კრისტიან მოსკერამ დაუგორა. მან გამოტანა სცადა, მაგრამ შეეშალა – ის სტუმრების თავდამსხმელს მიუგორა. შემდეგ მამარდაშვილმა მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა...

როგორ მიაბჯინა კვარამ ბრეტონის ცას ფეხი
ჩანაწერი

როგორ მიაბჯინა კვარამ ბრეტონის ცას ფეხი

შაბათ საღამოს რენში ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე საჰაერო ილეთი შეასრულა, რომელიც „პარი სენ ჟერმენის’’ ოფიციალურმა გვერდმა შესანიშნავი ფოტოთი უკვდავყოო, წერს „პარიზიენი’’.  სტუმართა შვიდი ნომრის ფოტო სრულიად ინტერნეტმა აიტაცა. გავლენიანი ფრანგული გაზეთი ამბობს, რომ ფოტო ქსელს მანამდე მოედო, სანამ კლუბი მას ოფიციალურად გამოაქვეყნებდა. თავად ამბავი კი 8 მარტს მოხდა, როდესაც პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში...