„ანალიზია გასაკეთებელი. რაც ვნახეთ იმის მიხედვით ფრე უნდა ყოფილიყო. „მალიორკამ’’ ორ საგოლე ეპიზოდში წარმატებას მიაღწია, ჩვენ კი 1:0-ს ვიგებდით და უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. საჭიროა კარგად გავიაზროთ რა მდგომარეობაში ვართ სეზონის დასაწყისიდან და ამას თუ გავაკეთებთ ისეთ თამაშებს როგორც დღეს გვქონდა აღარ წავაგებთ. მტკიცე ხასიათის გამოვლენა გვმართებს. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ორ ეპიზოდში კონცენტრაცია დავკარგეთ. ასეთი რამ მომავალში აღარ უნდა დაგვემართოს. დღეს „მალიორკამ’’ იმიტომ მოიგო, რომ ჩვენ მივეცით მას ამის საშუალება. დღეს ჩვენ დავმარცხდით. როდესაც მოწინააღმდეგე ბურთს მოედნის სიღრმიდან აწოდებს ის შენი მცველების ზუგსუკან არ უნდა მოხვდეს’’, ― თქვა მალიორკაზე 1:2 დამარცხების შემდეგ „ვალენსიას’’ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ.
ეს გახლდათ შეხვედრა, რომელშიც პაუზა მეტი იყო ვიდრე მოქმედება. ბურთი ან აუტში იყო ან რომელიმე ფეხბურთელი მოედანზე იწვა. აწვდიდნენ კუთხურებს, ათამაშებდნენ ჯარიმებს. 32-ე წუთზე პენალტით სტუმრები დაწინაურდნენ, გოლი ლუის რიოხამ გაიტანა, მაგრამ ზედ შესვენების წინ, 45+3 წუთზე კანადელმა კაილი რაინმა ანგარიში გაქვითა, 81-ეზე კი მოედანზე ორი წუთის შესულმა აბდონ პრატსმა გამარჯვების გოლი შეაგდო.
გიორგი მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში ორი დარტყმა მოიგერია, გოლების დროს კი თანაგუნდელებს ვერ დაეხმარა. ის რაინის დარტყმის მოგერიებასთან იყო ახლოს, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
