დღე: ნოემბერი 3, 2024

Home 2024 ნოემბერი 03 (კვირა)
უსახური თამაში
ჩანაწერი

უსახური თამაში

„ნაპოლიმ” „ინტერთან” მნიშვნელოვანი გასვლის წინ შინ „ატალანტასთან” 0:3 წააგო. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ „ატალანტა” „აძურიზე” ძლიერი გუნდია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისი თამაში ასე შეფასდა: calciomercato — 5.0 სულ ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ უშედეგოდ. ბურთს რომ იღებდა დრო ფაქტობრივად არ ჰქონდა და იძულებული ხდებოდა პასი იქვე გადაეწოდებინა, რასაც ცუდად აკეთებდა. მისგან სრულიად სხვა...

  31-ე იბერიისთვის
ჩანაწერი

  31-ე იბერიისთვის

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტური „იბერიისა“ გამოდგა. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ამჯერად სტუმრად, „დინამოსთან“- 2:0. ორივე გოლი მალელმა შეიკნე სილამ გაიტანა. ახლა მას 13 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. დინამოელები მე-17 წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა მათი კაპიტანი ალექსანდრე კალანდაძე ორი გაფრთხილების გამო დაითხოვა მინდვრიდან. ამან, ცხადია, თამაშის სცენარი საგრძნობლად შეცვალა. მისმა ...

ახლოვდება საჩემპიონო დუელი
ჩანაწერი

ახლოვდება საჩემპიონო დუელი

სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის დინამიკა უპრეცედენტო ემოციურ ფონს ქმნის: სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტებიდან „ნაპოლი’’ უპირატესობას ფლობს, რადგან კვირაში მხოლოდ ერთ თამაშზეა კონცენტრირებული, „ინტერის’’ გრაფიკი კი გაცილებით დატვირთულია. მილანელებს წინ დიდი გამოწვევები ელით, თუნდაც ოთხშაბათის შეხვედრა „არსენალთან’’, რომელიც მისი ევროპული მოგზაურობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მას კი მოსდევს კვირის ჯახი  „ნაპოლისთან’’, რომელშიც „ნერაძურის’’ ლიდერთან სხვაობის შემცირების ან...