ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ქართველის ტექნიკური უნარები საშუალოზე მაღალია. მეტოქეები მის შესაჩერებლად ყველა ხერხს იყენებენ, მეტად თუ ნაკლებად ნებადართულს. „ნაპოლისა’’ და „კომოს’’ შეხვედრის შემდეგ გარემარბის ტერფი მიყენებული დარტყმებისგან აშკარად გასიებული იყო. ასე იტალიის ჩემპიონატს ყოველ ტურში ცოტა ფეხბურთელს ექცევიან. თავად კვარასთვის კი ძნელია ნერვების მოთოკვა და ისე მოქცევა თითქოს არაფერი ხდება.
„კომოსთან’’ შეხვედრაში, საპენალტე სიტუაციის დროს, მსაჯმა კვარაცხელიას პროტესტის პასუხად წამოდგომა მოთხოვა: „არაფერი ყოფილა“, – თქვა მან. სინამდვილეში კი დოსენამ ქართველს ზურგში ორივე ხელი ჰკრა. კვარაცხელია „მყვინთავი’’ არ არის, მაგრამ უკიდურესად კორექტული ფეხბურთელია. მას ხელის კვრებისგან და ყოველ შეხვედრაში უხეშობისგან დაცვა სჭირდება.
ფრანსის მანო, areanapoli
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
