საქართველოს ნაკრების მცველი, საბა კვირკველია კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს – ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. კვირკველია ბოლოს საუდის არაბეთში, „ალ ახდუდში“ თამაშობდა, სადაც 33 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. იქიდან წამოსვლის შემდეგ კი თავისუფალი აგენტი იყო. კვირკველიასა და „დინამოს“ შორის კონტრატქი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა. 32 წლის მცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 61 თამაში...
დღე: სექტემბერი 2, 2024
კაპიტანი კიმიხი
მას შემდეგ, რაც ილქაი გიუნდოგანმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, გერმანიის ნაკრების დღის წესრიგში ახალი კაპიტნის არჩევის საკითხი დადგა. ბუნდესგუნდმა ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგლესმანმა ახალი კაპიტნის ვინაობაც დაასახელა – ამიერიდან ბუნდესგუნდს მიუნხენის „ბაიერნის“ ლიდერი, იოზუა კიმიხი უკაპიტნებს. კიმიხი აქამდე ბუნდესგუნდის (რომლის შემადგენლობაშიც 91 მატჩი აქვს ჩატარებული) ვიცე-კაპიტანი...
გოგლიჩიძე ახალგაზრდულიდან ეროვნულში…
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება 2 სექტემბრიდან დაიწყო. გუნდის შემადგენლობაში მატებაა – ვილი სანიოლმა 23-კაციან განაცხადს ახალგაზრდული ნაკრებიდან საბა გოგლიჩიძე დაამატა, რომელსაც 31 აგვისტოს იტალიის სერია A-ს „ემპოლიში“ დებიუტი ჰქონდა. „საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას 24 ფეხბურთელით დაიწყებს. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური „ემპოლისა“ და 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა...
უკრაინის ჩემპიონატი და ყუმბარები
უკრაინაში ომის მიუხედავად ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება, თუმცა პირობები რასაკვირველია საგანგებოა. ამის დასტურია „კრივბასისა” და „შახტარის” შეხვედრა, რომელიც გუშინ, კვირას, 50-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი: რუსულმა საჰაერო ძალებმა კრივი რიჰში (დნეპროპეტროვსკის ოლქი) ყუმბარები ჩამოყარეს. იმ მომენტისთვის, როდესაც თამაში შეწყდა „შახტარი” ტარას სტეპანენკოს გოლით 1:0-ს იგებდა. მატჩი ვეღარ გაგრძელდა. ის სხვა დროს დამთავრდება. შევხედრა იმთავითვე პრობლემური გამოდგა....
მარიო რუიც უგუნდოდ დარჩა
ევროპაში სატრანსფერო სეზონი დაიხურა და გაირკვა, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელთაგან ვიქტორ ოსიმენის გარდა კიდევ ერთი დარჩა კლუბის გარეშე — მარიო რუი. პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა ბოლო რამდენიმე დღეში დაიწუნა „ნიცა”, „ლილი”, „სან პაულუ”, „არისი” და „ვალიადოლიდი”.
ყველამ წააგო, სიძეს გაუხარდა
ჩირო ვენერატო გახლავთ იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ჟურნალისტი, რომელმაც გადაცემაში La Domenica Sportiva (სპორტული კვირადღე) ვიქტორ ოსიმენის შესახებ ილაპარაკა. სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა განმარტა, თუ რა შეიძლება მოხდეს ნიგერიელ თავდამსხმელსა და კლუბს შორის. „ყველა წაგებაშია. ოსიმენს იანვრამდე ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა. ანტონიო კონტე კი მთელ ფსონს ერთ თავდამსხმელზე რომელუ ლუკაკუზე ჩამოვა”, — თქვა ვენერატომ. ბელგიელი ვარსკვლავი უკვე...





