„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავის პრეზენტაციაზე კატეგორიულად თქვა: „ხვიჩა კვარაცხელია ულაპარაკოდ ჩვენთან დარჩება”. როგორც იტალიური წყაროები წერენ, ეს სიტყვები კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც გაიმეორა, მაგრამ საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან გამარჯვების (2:0) მთავარმა გმირმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც კონტეს სიტყვებს თუ არ ეწინააღმდეგება ყოველ შემთხვევაში არც ეთანხმება.
„ანტონიო კონტემ თქვა, რომ მე ულაპარაკოდ ვრჩები ნაპოლიში? — იკითხა კვარაცხელიამ RAI-ს ჟურნალისტთან საუბრისას, — ჯერ არ ვიცი. მე მას პატივს ვცემ, ვეთაყვანები, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ მე გადაწყვეტილების მისაღებად მეტი დრო მჭირდება. მე „ნაპოლის” პატივს ვცემ, მიყვარს, მაგრამ ჩემი მომავლის შესახებ მკაფიო პასუხის გაცემა ჯერ არ შემიძლია”.
areanapoli წერს, რომ ფეხბურთელის პასუხმა დატოვა შეგრძნება, თითქოს მას კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე ჯერ არ ულაპარაკია, თუმცა დე ლაურენტისი და კონტე რომ მას არ შეელევიან, ესეც ფაქტია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
