ნაპოლის მეტოქე დაშავდა

Home კატეგორიის გარეშე ნაპოლის მეტოქე დაშავდა
ნაპოლის მეტოქე დაშავდა

„ატალანტა” გასაჭირშია — სანაკრებო კვირაში ჰოლანდიელი ტეუნ კოოპმაინერსის შემდეგ ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი შარლ დე კეტელარიც დაუშავდა. ეს ბერგამოელებს შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ, რადგან შაბათს სერია A-ს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით „ნაპოლისთან”. „ატალანტა” 47 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „აძური” 45 ქულით მეშვიდეზეა. ისინი მომავალ სეზონში ევროთასებზე გამსვლელი ადგილისთვის ეცილებიან ერთმანეთს.

დე კეტელარი ბელგიელთა ბანაკიდან იტალიაში დაბრუნდა და გამოკვლევა ჩაიტარა. მას კუნთის პრობლემა დაუდასტურდა. ფეხბურთელი მკურნალობს. ტრავმის სიმძიმეს ზუსტად რამდენიმე დღეში დაადგენენ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება ბელგიელი მოედანს, მაგრამ 30 მარტს „მარადონაზე” თამაშს დიდი ალბათობით ვერ შეძლებს.

Highlights of UEFA U21 Championship - Global Times

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.