ლუქსემბურგი დაამარცხე, ბუდუ? ორი გოლი გაუტანე? აღფრთოვანების ღირსი მონდომებით და ოსტატობით ითამაშე? მანამდე ძელსაც გაარტყი? კიდევ ერთი გოლი არ ჩაგითვალეს? ორთაბრძოლებს იგებდი, მოპოვებულ ბურთს წამოწეულ თანაგუნდელებს ახვედრებდი, რბილ პასებს აყოლებდი ზონაში. ვიცი, რომ გუნდურ სახეობაში ერთი კაცი არ იგებს, მაგრამ ამ დღეს ჩემთვის მთავარი შენ იყავი. უცხოელებმა დაწერეს, კვარაცხელიას არყოფნაში ზივზივაძემ ლიდერობა გასწიაო. ყველა თავისებურად…
გერმანიამდე ერთი ნაბიჯი დარჩა! საბერძნეთის ძლევაც და ნაინანატრი ოცნებაც ახდება – საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონტზე ითამაშებს. გიორგი ჯიქია, „სარბიელის“ ფოტორეპორტიორი, ლუქსემბურგთან ისტორიულ შეხვედრას მოედნის კიდედან უცქერდა და ეს ფოტოებიც მისი შემოქმედებაა:
ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის მეორე ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთს 5:0 მოუგო და 26 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ფინალის სათამაშოდ ჩამოდის. გთავაზობთ ამონარიდებს ბერძნული საიტის sport24-ის წერილიდან, რომელსაც ჰქვია „შეუპოვარ თაობას ცოდვათა გამოსყიდვამდე ერთი თამაშიღა დარჩა”. „საბერძნეთის ნაკრებმა შეძლო ყაზახეთთან სამკვდრო-საციცოცხლო შეხვედრა საზეიმო წვეულებად ექცია და ახლა საქართველოსთან „ფინალს” ელოდება. შეხვედრას, რომელიც მას ათწლიანი შესვენების შემდეგ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes