აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩი საუდურ „ალ-ნასრსა“ და საემიროების „ალ-აინს“ შორის გაიმართა. შეხვედრა რიადში (საუდის არაბეთი) „ალ-ავვალ პარკის“ სტადიონზე ჩატარდა.
ნახევარფინალში „ალ აინი“ გავიდა, რომელმაც მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა (2:3 – ძირითადი დრო, 1:1 – დამატებითი დრო, 4:1 – პენალტების სერია). პირველი მატჩიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ამგვარად, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ ტურნირს გამოეთიშა.
რონალდუმ 118-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გაიტანა და მატჩი პენალტების სერიაში გადაიყვანა.
ეს გოლი 39 წლის ფეხბურთელისთვის 750-ე გახდა საკლუბო დონეზე (878-ე პორტუგალიის ნაკრების ჩათვლით).
რონალდუ „ალ-ნასრში“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 29 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. თავდამსხმელის კონტრაქტი საუდურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
