„ნაპოლი” მოუთმენლად ელოდება ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებას. ბოლო ინფორმაცია ადრინდელისგან განსხვავებულია: ახლა ამბობენ, რომ თავდამსხმელი მშობლიური ნიგერიიდან დღეს ანუ 15 თებერვალს, დილით ჩამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შაბათს „ჯენოასთან” შეხვედრაში ითამაშებს. ვერ გეტყვით რამდენად დაამშვიდებს ეს ინფორმაცია „ნაპოლის” ქომაგებს, რომლებიც ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში გაღიზიანებულები წერდნენ, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარ ბომბარდირს ძალიან ცოტა შეხვედრა...
