ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც „ნაპოლის” 2022-23 წლების სეზონში ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინა, კამპანიურ კლუბთან ურთიერთობაში ახალი ნაბიჯი გადადგა — ის „პარტინოპეელთა” ინსტაგრამის მიმდევარი აღარ არის.
ეს ფაქტი გულშემატკივრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ადამიანებად, ვისაც იტალიის ნაკრების თავკაცის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად მიაჩნია და ხალხად, ვისთვისაც ეს არაფერს ნიშნავს. მათ შორის ინტერნეტში გაცხოველებული კამათი მიმდინარეობს.
ზემოთ ნახსენები სკუდეტო „ნაპოლისთვის” მესამე იყო, თავად სპალეტისთვის კი პირველი გახლდათ.
„ემპოლის”, „სამპდორიას”, „ვენეციას”, „უდინეზეს”, „ანკონას”, „რომას”, „ზენიტისა” და „ინტერის” ყოფილმა მწვრთნელმა „ნაპოლი” ზაფხულში, ჩემპიონის ტიტულის მოგებისთანავე დატოვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
