Breaking News

Day: July 21, 2023

მეცი ჩაიშალა, ახლა უოტფორდი…

ბელგიური „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ იჯარით გადავიდეს. „გორგი ჩაკვეტაძის „მეცში“ ტრანსფერი ფრანგული გუნდის ტექნიკური შტაბის ყოყმანის გამო ჩაიშალა. ჩაკვტაძემ ინგლისში, „უოტფორდში“ გადაწყვიტა თამაში, გარიგება კონტრაქტის გამოსყიდვის პერსპექტივას ითვალისწინებს. „გენტთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია, გიორგი  ამჟამად ლონდონშია და დიდი ალბათობით მომავალ სეზონში ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ ითამაშებს“, – წერენ ჩვენი ინგლისელი კოლეგები სოციალურ ქსელში.

Read more

კავანი ვალენსიადან წავა

ჯერ არავინ იცის დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” თუ „ბაიერნში” გადავა, ის კი გამოიკვეთა, რომ „ღამურებს” ვეტერანი თავდამსხმელი, 36 წლის ურუგვაელი ედინსონ კავანი დააემშვიდობება. რა უნდა იყოს ამის უკეთესი დასტური, ვიდრე ის, რომ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კავანი „ნოტინგემ ფორესტთან” პირველ ამხანაგურ შეხვედრაში არ ათამაშა და დღეს სკოლვაკეთსა და შვეიცარიაში დანიშნულ შეკრებაზე არ წაიყვანა. ვეტერანის აგენტები კლუბთან…

Read more

კვარაცხელია ხალხებს აერთიანებს

კვარა სამშაბათს დაბრუნდა, დიმაროს მოედანზე ბალახს აკოცა, ტყავის მრგვალ მეგობარს ჩაეხუტა, ხალხს მიესალმა და შემდეგ გასახდელში დაბრუნდა, სადაც საკალათბურთო ილეთები შეასრულა: ბურთი ჯერ ზურგსუკან მოიქცია, მერე წინ დაიჭირა, მერე ისევ ზურგსუკან და ასე შემდეგ. კალათბურთი მისი მეორე დიდი სიყვარულია. მთელი მონდომებით კი მან ოთხშაბათიდან დაიწყო ვარჯიში. ამ დღეს დაიწყო მისი ნამდვილი მზადება. უფრო სწორედ თითქმის…

Read more

ნაპოლის პირველი თამაში მკერდზე იტალიის დროშით

„ნაპოლიმ” დიმაროში „ანაუნე ვალ დი ნონთან” ახალი სეზონის პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 6:1 მოიგო. გულშემატკივარმა „აძური” ისე მიიღო, გეგონება სკუდეტო იმ წუთის მოგებული ჰქონდა. „ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ: კონტინი, ძანოლი, ჟესუსი, ფოლორუნშო, მარიო რუი, სპავონე, დემე, ვერგარა, ძერბინი, ამბროსინო და პოლიტანო. ორი დღის წინ დაბრუნებულ ლეგიონერებს, მათ შორის ვიქტორ ოსიმენს და ხვიჩა კვარაცხელიას…

Read more