უმცროსი ბორჯღალოსნების აფრიკული თავგადასავალი ხუთშაბათს გაგრძელდება. იგივე სტელენბოსში, უკვე ნაცნობ „დენი ქრეივენზე“ ლადო კილასონიას რაზმს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდება. სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე მიმდინარე „მსოფლიო რაგბის“ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ უიღბლობის გამო დარჩა უქულოდ – 23:33. როგორც ადრეც ვწერდით, ქართველებს მოგება თუ არა, სულ მცირე 2...
ვალენსიას სამი ფეხბურთელი მეოთხედფინალში
„ვალენსიას” ფეხბურთელები უგო გილამონი, გიორგი მამარდაშვილი და ანდრე ალმეიდა საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდნენ. ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა B ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. მან აბელ რუისის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2:2 ითამაშა მეორეზე გასულ უკრაინასთან. უგო გილამონი ამ შეხვედრაში კვლავ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და კაპიტნის სამკლაურიც ეკეთა. გილამონმა უკრაინის კარში...
მაქსიმ ლოპესის ამბავი
ფრანგულმა პორტალმა Footmercato-მ მაქსიმ ლოპესის „სასუოლოდან” „ნაპოლიში” შესაძლო გადასვლის შესახებ დაწერა. ლოპესი უკვე რამდენიმე კვირაა ნეაპოლელთა თვალსაწიერშია. ამის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ „პარტენოპეელთა” ახალი მწვრთნელი რუდი გარსია ნახევარმცველს კარგად იცნობს. გარსია „მარსელში” ლოპესის მწვრთნელი იყო. Footmercato-ს ინფორმაციით „სასუოლომ” ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 9 მილიონი ევრო მოითხოვა. სატრანსფერო თანხის 30% „მარსელში” უნდა გადაირიცხოს. თავად ფეხბურთელს „ნაპოლისთვის”...


