
ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურში, ლიდერმა „ბათუმმა“ შინ „დილასთან“ 0:2 წააგო (ეს ბათუმელთა პირველი მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში) და უშუალო მდევარ „დინამოს“ ერთპიროვნულად გალიდერების შანსი მისცა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ „გაგრას“ ვერ მოუგეს (0:0). ეგ კი არა, მეორე საფეხურიც „სამგურალს“ დაუთმეს.
„დილა“ შესანიშნავ ფორმაშია, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თან ვისთან: „დინამოსთან“ – 2:1, „ტორპედოსთან“ – 5:0 და „ბათუმთან“ – 2:0…
„სამგურალი“ კი რეკორდებს ამყარებს. გიორგი ჭელიძის შეგირდებმა მიჯრით 6 შეხვედრა მოიგეს და მეორე ადგილზე დადგნენ, თან ლიდერ „ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდნენ. ამჯერად მათ სტუმრად „თელავი“ დაამარცხეს (1:0).
მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, „დინამოს“ უმასპინძლებენ წყალტუბოში. წესით, საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს.
ყოჩაღობს ომარ თეთრაძის „საბურთალოც.“ ბოლო ხუთ ტურში მათ 4 მატჩი მოიგეს (ერთი ფრე). ამჯერად დრამატულ შეხვედრაში დაამარცხეს „შუქურა.“ ჯერ 2:0 იგებდნენ, შემდეგ ზღვისპირელებმა გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ ბოლოს მაინც გაიმარჯვეს ლუკა სილაგაძის გოლით – 3:2.
„ტორპედომ“ გამარჯვების გემო გაიხსენა. ზედიზედ ორი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ („დილასთან“ – 0:5, „საბურთალოსთან“ – 0:3), იმერულ დერბიში „სამტრედია“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. თამაში სამტრედიაში გაიმართა, მაგრამ „მასპინძელი“ „ტორპედო“ იყო.
დაბოლოს, თუ წინა ტურში სეზონში ყველაზე მეტი – 20 გოლი გავიდა, ამჯერად ყველაზე ნაკლები – 9.
შუქურა 2:3 საბურთალო (ბათუმში)
0:1 სილა (23), 0:2 ტაბატაძე (58 პენ), 1:2 მუჯირი (69), 2:2 სარდალიშვილი (72), 2:3 სილაგაძე (85)
ბათუმი 0:2 დილა
0:1 სილვა (69), 0:2 კოვტალიუკი (86)
გაძევება: ღუდუშაური (61) – ბათუმი
ტორპედო 1:0 სამტრედია (სამტრედიაში)
1:0 ქობულაძე (70)
თელავი 0:1 სამგურალი
0:1 ჩიხრაძე (86)
დინამო 0:0 გაგრა (გორში)
[table id=42 /]
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 7, ტიერი გეილი (დილა) – 6, შეიკნე სილა, ლუკა სილაგაძე (ორივე – საბურთალო) – 5
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
