ნაწილობრივ მსოფლიოს ჩემპიონატმა და არგენტინის გამარჯვებამ, ნაწილობრივ კი პელეს გარდაცვალებამ მთელს მსოფლიოში კამათის ახალი ტალღა გამოიწვია: ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? იგივე ჰკითხეს „რომას” პორტუგალიელ თავკაცს, ცნობილ ჟოზე მოურინიუს, რომელმაც როგორც სჩვევია გავრცელებულთაგან განსხვავებული პასუხი გასცა.
მოურინიუს აზრით საუკეთესო ბრაზილიელი რონალდოა, ნაზარიო დე ლიმა, ფენომენი.
„კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის უფრო ხანგრძლივი კარიერა ჰქონდათ, ისინი მთელი 15 წლის განმავლობაში ყოველ დღე საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ თუ უნარებით და სუფთა ნიჭით ვიმსჯელებთ, ბრაზილიელ რონალდოს ვერავინ სჯობდა. როდესაც ბობი რობსონთან ერთად „ბარსელონაში” ვიყავი, ვხედავდი, რომ ჩემს წინაშე იდგა საუკეთესო მათ შორის, ვინ ოდესმე მინახავს.
სამწუხაროდ, ტრავმებმა მოკლა მისი კარიერა, რომელიც შეიძლებოდა კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო. მაგრამ ნიჭი, რომელსაც იმხანად 19 წლის ბიჭი ამჟღავნებდა, წარმოუდგენელი გახლდათ”, — თქვა „განსაკუთრებულმა”.
რონალდომ „ბარსელონაში” მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა (1996/97) და საოცარ შედეგს მიაღწია: 37 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. მანამდე ის ორი სეზონის განმავლობაში „პსვ ეინდჰოვენში” თამაშობდა.
შემდეგ „ბარსელონამ” ფენომენი „ინტერს” მიჰყიდა. საინტერესოა, რომ კატალონიელებმა ბრაზილიელი იმ დროისთვის სარეკორდო თანხად, 13,2 მილიონ გირვანქად ყიდეს და ასევე სარეკორდო თანხად, 19,5 მილიონ გირვანქად გაყიდეს.
1997 წელს 21 წლის რონალდო გახდა ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მან ეს ჯილდო სულ სამჯერ მოიპოვა (1996, 1997, 2002). 1997 და 2002 წლებში ის „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” ლაურეატი გახდა.
2002 წელს რონალდომ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
