„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსი, რიო ფერდინანდი, მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუს უსამართლოდ ექცევიან. „მეგონა, რომ „მანჩესტერი“ რონალდუს „ჩელსისთან“ მატჩისთვის ინახავდა, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება. ამიტომ არ ათამაშეს „ტოტენჰემთან“. ცხადია, კრიშტიანუ გაცხარდა და სტადიონი მსაჯის საფინალო სასტვენამდე დატოვა. ვფიქრობ, ეს დიდი პრობლემაა ტენ ჰაგისთვის. ის კარგად უნდა დაფიქრდეს, რას იზამს მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას....
ბითაძემ ნბა უქულოდ დაიწყო
უქულოდ დაიწყო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2022-23 წლების სეზონი გოგა ბითაძემ. ჩვენებური, რომელსაც „ინდიანამ“ ახალი კონტრაქტი არ გაუფორმა, მოედანზე პირველივე მატჩში გამოჩნდა, მისი გუნდი კი შინ „ვაშინგტონთან“ 107:114 დამარცხდა. ბითაძემ პარკეტზე 10 წუთი გაატარა, ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია და უშედეგოდ, აქტივში 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა, ხოლო პასივში – ორი დაკარგვა...
კრიშტიანუ თამაშის დასრულებას ისევ არ დაელოდა
დღეს ერიკ ტენ ჰაგი კრიშტიანუ რონალდუს სერიოზულად დაელაპარაკება — პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „ტოტენჰემთან” შეხვედრაში სათადარიგოთა სკამი ადრე დატოვა, ნიდერლანდელ მწვრთნელს ხუთიდან ჯერ მხოლოდ სამი ცვლილება ჰქონდა გამოყენებული. „ამ საკითხს ხუთშაბათს გავარკვევთ. დავინახე რომ გადიოდა, მაგრამ არ დავლაპარაკებივარ, — თქვა პრეს-კონფერენციაზე ტენ ჰაგმა, — ამ ფაქტს დიდი ყურადღება არც მივაქციე, რადგან იმ წუთას გუნდით ვიყავი დაკავებული. ჩემი...
სპალეტი და ზამთრის ხანგრძლივი არდადეგები
სადაცაა სერია A-ს ჩემპიონატი დაისვენებს. კარს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვადგა. „სპალეტის კარიერაში ბევრი საუცხოო სტარტი ჰქონია, მაგრამ შემდეგ მარცხდება”; „სპალეტის გუნდებს ზამთრობით ჩავარდნა აქვთ”; „ეს იქნება ანომალიური ჩემპიონატი” — რამდენჯერ მოვისმინეთ ბოლო კვირების მანძილზე ამ ტიპის მოსაზრება? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. და მაინც, ჩვენ შეგვიძლია ეს გამონათქვამები შევკრიბოთ, მათზე დაყრდნობით კი საყურადღებო დასკვნები გავაკეთოთ. ფაქტია, ჩერტალდოელ მწვრთნელს...



