პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ახალი ევროპული საკლუბო ტურნირი მოიგო და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ახალშექმნილ ისტორიაში პირველი გამარჯვებულის გრაფაში გენიალური ნიკო ფიროსმანის შედევრის სახელწოდება ჩაიწერა. „შავმა ლომმა“ ლისაბონში ადგილობრივი „ლუზიტანუში“ 17:14 დაამარცხა და საკმაოდ ლამაზი თასი დაისაკუთრა. როგორც წინასამატჩო მიმოხილვაში მოგახსენებდით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდად ჩაფიქრებულმა „ლუზიტანუშმა“ სუპერთასის ჯგუფური ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა – ექვსივე…
ითქვა, რომ ერლინგ ჰოლანდის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა გადაწყვეტილია. სატრანსფერო ფასიც დაწერა: „დორტმუნდი“ 75 მილიონ ევროს მიიღებს. 30 მილიონი ევრო წელიწადში – ეს იქნება ნორვეგიელი ტანკის ხელფასიო. ვნახოთ, მაგრამ ერთი კი არის: ჟურნალისტი, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ტრანსფერებს ზუსტად „ურტყამს“. რეალურად, 4 კლუბზე იწერებოდა, სადაც ჰოლანდი შეიძლება გადასულიყო: „სიტი“, „რეალი“, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“. აქ საინტერესოა, თუ…
ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან ეკვადორის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთას ითხოვს. ჩილეს მხარე აცხადებს, რომ ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელი ბაირონ კასტილიო კოლუმბიელია. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩილელებმა ფიფას უკვე წარუდგინეს, სადაც დასტურდება, რომ კასტილიო კოლუმბიაში დაიბადა. არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ეკვადორელთა საბუთებით კასტილია 23 წლისაა, მაგრამ ჩილელების მიერ მიწოდებულ დოკუმენტებით 26 -ის არის. ჩილე ითხოვს, რომ ეკვადორს…
ედგარ დავიდსი ნიდერლანდების ნაკრებშია, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ფეხბურთელად. 49 წლის „პიტბული“ ლუი ვან გაალის ერთ-ერთი თანაშემწე გახდა. ძველი ასისტენტი ჰენკ ფრეიზერი წავიდა, „უტრეხტში“ და ნაკრებში მუშაობას ერთმანეთს ვეღარ ვუთავსებო. ადგილი თავისუფალი დარჩა და ვან გაალმა დავიდსი მიიწვია. დავიდსი თამაშობდა იმ „აიაქსში“, რომელსაც ვან გაალი წვრთნიდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „პიტბულს“ მცირე სამწვრთნელო გამოცდილება…
თუ პოლ პოგბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მის გადაბირებას არც მეტი-არც ნაკლები „მანჩესტერ სიტი” შეეცდება. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ამჟამად „სიტის” მოქიშპე, თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს და ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კლუბის დატოვებას აპირებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ 29 წლის ნახევარმცველის აყვანის ყველაზე აქტიური მსურველები „პარი სენ ჟერმენი” და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი” იყვნენ, მაგრამ „სანმა” შეიტყო,…
ეს ამბავი ახლა გახდა ცნობილი, თორემ ისე ლოქდაუნის დროს მომხდარა: ინგლისის ნაკრებს ერთ ფეხბურთელს ტრანსგენდერ ქალთან გატკბობია ურთიერთობა, მას კი ფოტოები გადაუღია და შანტაჟი დაუწყია. ქალი, რომელსაც ჯერ ოპერაციაც არ ჰქონდა გაკეთებული, პრემიერლიგის ვარსკვლავს ინტერნეტში, შესაბამის ვებგვერდზე მოუძებნია. 2021 წლის აპრილში წყვილი ერთმანეთს ქალაქის ცენტრში, ტრანსგენდერის მიერ ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა. ფეხბურთელს თითოეული შეხვედრა 150 გირვანქა…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes