Breaking News

Day: February 13, 2022

ინსინიემ მარადონას გაუსწრო

ლორენცო ინსინიემ 116-ე გოლი გაიტანა „ნაპოლის“ მაისურით, რითაც გადაუსწრო დიეგო მარადონას. დიეგოს 115 ჰქონდა. ინსინიემ „ინტერთან“ სერია A-ს უპრინციპულეს მატჩში პენალტი გამოიყენა და მისი გუნდი იგებდა, მაგრამ თამაში 1:1 დასრულდა. ინსინიეს 116 გოლი კი აქვს, მაგრამ პირველ ადგილზე არაა და ვერც გადავა, რადგან ზაფხულიდან MLS-ის კლუბ „ტორონტოში“ გადადის. თუ მერე ისევ უკან დაბრუნდება, სხვა საქმეა. ლორენცო…

Read more

… ან მაშინ როგორ მოახერხა, ან – ახლა?

„ბოხუმი“-„ბაიერნი“ 4:2… რამდენს ნიშნავს მანუელ ნოიერი. მისი არყოფნა წამალივით იყო მასპინძლებისთვის. წუხელ მიუნხენელებისთვის კარგი არაფერი მომხდარა, გარდა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მიღწევისა. რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა და კარიერაში 600 გოლი მოუგროვდა. პოლონელს აქედან 331 ბურთი „ბაიერნის“ მაისურით გაუტანია, 103 ბურთი „დორტმუნდში“ ჰქონდა შეგდებული, დანარჩენები – პოლონეთში. გოლების მანქანაა ეს კაცი. შაბათს კი „ბაიერნმა“ ბოხუმში ოთხივე გოლი…

Read more

გიჟური თამაში და მოკრძალებული მიზანი

დიეგო სიმეონემ „ატლეტიკოს“ ფანებს გამოუცხადა, რომ ჩემპიონის ტიტულის დაცვაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ. „როხიბლანკომ“ „ხეტაფეს“ დრამატულ შეხვედრაში 4:3 მოუგო. ეს იყო გიჟური მატჩი, რომლის პირველ ტაიმში ექვსი გოლი გავიდა და ლუის სუარესმა პენალტი ვერ გაიტანა. „ატლეტიკო“ ჯერ 2:0-ს იგებდა, შემდეგ 2:3-ს აგებდა, 45+4 წუთზე გაქვითა, საბოლოოდ კი მოიგო. „მატრასების მკერავებმა“ გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანეს….

Read more

ჩელსი: სან პაულუსთან წააგო, სან პაულუსთან მოიგო

„ჩელსი“ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა! დასავლეთ ლონდონელებს ახლა უკვე დიდი ტიტულების შთამბეჭდავი კოლექცია აქვთ: არიან პრემიერლიგის ჩემპიონები, ფეხბურთის ასოციაციისა და კარაბაოს თასის მფლობელები,  ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებულები და ამ ჯილდოებს მათ კლუბთა მსოფლიოს თასიც მიამატეს. „ლურჯებმა“ ფინალურ შეხვედრაში 2:1 მოუგეს ბრაზილიის „პალმეირასს“. გადამწყვეტი გოლი დამატებით დროში კაი ჰავერცმა პენალტით გაიტანა. „ჩელსის“ კაპიტნისთვის სესარ…

Read more