ანტონიო კონტემ არ გამორიცხა, რომ კრისტიან ერიქსენი „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს.
კონტე „ინტერში“ იყო ერიქსენის მწვრთნელი და დიდად არ სწყალობდა, მათ მცირე კონფლიქტიც ჰქონდათ…
დანიელი, როგორც იცით, ზაფხულში სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა: ევროპის ჩემპიონატის დანია-ფინეთის მატჩისას ის გულმა შეაწუხა, მინდორზე უგონოდ დაეცა. საფეხბურთო სამყარო შოკში ჩავარდა.
მერე სპეციალური დეფიბრილიატორი ჩაუდგეს და გადაწყვიტა, რომ ისევ ითამაშებს… ერიქსენი ახლა უგუნდოდაა. „ინტერმა“ მას კონტრაქტი გაუწყვიტა, რადგანაც დეფიბრილიატორით თამაში იტალიაში აკრძალულია.
„ბოლო პერიოდში მასთან არ მილაპარაკია. მოხარული ვარ, რომ ვარჯიშობს. ძალიან ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ და რაც მას დაემართა, საშინელება იყო.
…იმ მომენტში ძალიან შევშინდი. საბედნიეროდ, ის ისევ მზადაა. ვფიქრობ, მისთვის კარი მუდამ ღიაა“, – ამბობს „ტოტენჰემის“ თავკაცი ანტონიო კონტე.
რამდენად რეალურია, რომ ასეთ მდგომარეობაში ერიქსენი „ტოტენჰემივით“ ძლიერ გუნდში გადავიდეს, ვერ გეტყვით. თავისი კლასით, ის ტოპ-კლუბებსაც იმსახურებს, მაგრამ ახლა დიდი ხნის უთამაშებელია და თან ასეთი პრობლემის მერე…
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
