წელი: 2021

Home 2021
ოქროს ბურთს მესი მოიგებს!
ჩანაწერი

ოქროს ბურთს მესი მოიგებს!

„მარკა“ წერს, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლა ფინიშის სწორს გავიდა, მაგრამ  ინტრიგა აღარ არსებობს, რადგან აშკარაა, რომ ჯილდოს ლეო მესი მოიგებს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ერთმანეთს ისეთი ფეხბურთელები ეჯიბრებიან, როგორებიც არიან ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟინიო და სხვანი. „ფრანს ფუტბოლი“ გამარჯვებულს 29 ნოემბერს დაასახელებს, თავისი მკითხველების გამოკითხვა „მარკამაც“ გამართა. ხმათა 34 პროცენტი სწორედ მესიმ...

ბარსელონას მეოთხე ვერ კლასიკო
ჩანაწერი

ბარსელონას მეოთხე ვერ კლასიკო

სერხიო აგუერომ თამაშის მიწურულს სხვაობა შეამცირა, მაგრამ, როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, „ბარსელონას“ ანგარიშის გასათანაბრებლად კი არა, მორიგი შეტევის წამოსაწყებადაც კი აღარ ჰქონდა დრო. „ბლაუგრანამ“ ზედიზედ მეოთხე „კლასიკო“ წააგო. „რეალს“ 9 თამაშის შემდეგ 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ლა ლიგის ცხრილს, 10 მატჩიდან 21 ქულით „რეალ სოსიედადი“ ლიდერობს, „ბარსა“ კი 9 შეხვედრიდან 15 ქულით მისთვის...

პარტახი ოლდ ტრეფორდზე
ჩანაწერი

პარტახი ოლდ ტრეფორდზე

ეს იყო ყველაზე შავი დღე ოლე გუნარ სულშერისთვის მას მერე, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი გახდა. მანკუნიანელებმა „ლივერპულთან“ შინ 0:5 წააგეს. ამ ისტორიულ მოქიშპესთან „იუნაიტედი“ შინ ასე მწარედ არასდროს დამარცხებულა და კიდევ — რაც პრემიერლიგაა, პირველი ტაიმი 0:4 არ წაუგია. მო სალაჰმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. შეცვლაზე შესვენებისას შესული პოლ პოგბა 15 წუთში გააძევეს — ფრანგმა პირდაპირ წითელი...

ლაპორტა: მაშინ მივხვდი, რომ განშორების დრო იყო
ჩანაწერი

ლაპორტა: მაშინ მივხვდი, რომ განშორების დრო იყო

ჟოან ლაპორტას ლეო მესის „ბარსელონადან“ გაშვების გამო მუდმივად უწევს საყვედურების მოსმენა. შაბათს, კლუბის გენერალურ ასამბლეაზე მას პარტნიორებმაც დაუსვეს ეჭვნარევი კითხვები. მეტიც, სამმა დელეგატმა კატეგორიული ტონით მოითხოვა სიმართლე არგენტინელის „კამპ ნოუდან“ წასვლის შესახებ. ლაპორტამ განმარტა: „ჩვენ სახელფასო ფონდის გაზრდის შესაძლებლობა აღარ გვქონდა. აუდიტიც გვეუბნებოდა, რომ ეს არ იქნებოდა კარგი აზრი. იმისათვის, რომ მესის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა, ლა...

ვალენსიამ შინ ქულა გადაარჩინა
ჩანაწერი

ვალენსიამ შინ ქულა გადაარჩინა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომლის კარს ამჯერადაც გუნდის მთავარ მეკარედ დასახელებული 32 წლის ჰოლანდიელი იასპერ სილესენი იცავდა, შინ, „მესტალიაზე“, „მალიორკასთან“ შეხვედრაში 0:2 ჩამორჩენა აღმოფხვრა და ფრედ ითამაშა — 2:2. ანგარიში ანხელ როდრიგესმა კანგ-ინ ლის პასით გახსნა. ეს 32-ე წუთზე მოხდა. ექვსი წუთის შემდეგ კი მახვილი კუთხიდან შესულმა დანი როდრიგესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, თუმცა გამეორებებმა აჩვენა, რომ...

შავი ლომი: ბონუსით პენზიდან
ჩანაწერი

შავი ლომი: ბონუსით პენზიდან

ევროპის სარაგბო სუპერთასის თავისმეორე მატჩში „შავმა ლომმა“ ძლევამოსილი სვლა გააგრძელა. პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა რუსეთის ქალაქ პენზაში ადგილობრივი „ლოკომოტივი“ 27:11 დაამარცხა, თანაც მეტოქის ერთი ლელოს წილ თავად 4 დადო და ამ გზით ბონუს-ქულაც მიიღო, რამაც სატურნირო ცხრილის ლიდერ კრასნოიარსკის „ენისეისთან“ მიახლოების საშუალება მისცა. ქართველებმა შეხვედრის პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩაატარეს – 22:6 დაწინაურდნენ, თანაც ალექსანდრ...

ცუცქირიძის მეექვსე ფრანგული!
ჩანაწერი

ცუცქირიძის მეექვსე ფრანგული!

საქართველოს ნაკრების ფლანკერმა გიორგი ცუცქირიძემ თავის ფრანგულ კარიერაში მე-6 ლელო მიითვალა. პრო დ2-ის მე-8 ტურის მატჩში ცუცქირიძის „ორიაკი“ აჟენს სტუმრობდა და ბოლო წუთებზე 14:25 მარცხდებოდა, როცა გიომ მასპინძლები დაალელოვა და თავის გუნდს მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს-ქულა მოუტანა. ცუცქირიძემ სეზონში მეექვსე მატჩში მეორე ლელო გაიტანა და ლევან მაისაშვილს ნაკრების მესამე ხაზის დაკომპლექტებისას ნამდვილი თავსატეხი ექნება –...

პატიმრობას ერთი თვით გადაურჩა
ჩანაწერი

პატიმრობას ერთი თვით გადაურჩა

პარასკევს, 22 ოქტომბერს, ქარიმ ბენზემა 10 თვიანი პატიმრობისა და 75 ათასი ევროთი დაჯარიმების საშიშროების წინაშე იდგა, მაგრამ მოსამართლემ სხდომა 24 ნოემბრისთვის გადადო. „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს ისევ ძველ ამბავს, მატიე ვალბუენას სექს-ვიდეოთი შანტაჟს ედავებიან. სასამართლოში საქმე უკვე სამჯერ განიხილეს. ბედის ირონიაა, რომ 25 ნოემბერს, როდესაც ფაქტობრივად ბენზემა განაჩენს შეიტყობს, „რეალს“ სტუმრად, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის...

იქნებ ნოუ მესტალიასაც ეღირსოს დამთავრება
ჩანაწერი

იქნებ ნოუ მესტალიასაც ეღირსოს დამთავრება

„ვალენსიას“ გულშემატკივრებმა „ნოუ მესტალიას“ გაჯანჯლებულ მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ამბები შეიტყვეს. „ნოუ მესტალია“ გახლავთ ქალაქ ვალენსიას ახალი სტადიონი, რომლის მშენებლობაც 2009 წელს შეწყდა და მას მერე დგას ასე, დაუმთავრებელი და უშნო. მშენებლობის შეჩერების მიზეზი მარტივი მისახვედრია: ფინანსური პრობლემები. სადღეისოდ ახალ სტადიონს უფრო დაუსრულებელი ეთქმის, ვიდრე დაწყებისთანავე მიტოვებული. ქალაქის მუნიციპალიტეტმა რამდენჯერმე სცადა ფეხბურთის კლუბ „ვალენსიასთვის“ ბიძგი მიეცა,...

გაკოჭეს და გაძარცვეს
ჩანაწერი

გაკოჭეს და გაძარცვეს

პრემიერლიგელ ვარსკვლავს მძარცველები დაესხნენ თავს. ისინი მაჩეტეებით იყვნენ შეიარაღებულები და ქუდ-ნიღბები, ეგრეთწოდებული ბალაკლავები ეხურათ. მათ ფეხბურთელი და მისი მეგობარი გოგონა სკამებზე მიაბეს. წყაროები ფეხბურთელის ვინაობას არ ასახელებენ. თავდამსხმელებს ის მთელს 1,5 მილიონად შეფასებულ სახლში უტარებიათ წინ და უკან. ეტყობა, ძვირფასეულობას და ფულს სთხოვდნენ. ეს ამბავი ახლახან, ოქტომბრის დასაწყისში მომხდარა, როდესაც ეროვნულ ლიგებში ფეხბურთი სანაკრებო პერიოდის...