კვირას ერონული ლიგის ფლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა. „გაგრამ“ „შუქურას“ თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და რახან პირველი შეხვედრა უგოლოდ დამთავრებულიყო, ეროვნული ლიგის საგური მოიპოვა. „გაგრა“ უძლიერესთა მარაქას 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა.
ერთადერთი ბურთი მე-8 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა. საინტერესოა, რომ გაგრელებს მანამდე კიდევ ორჯერ ეთამაშათ ფლეი აუტში და ორივეჯერ დამარცხებულიყვნენ.
მეორე წყვილის დაპირისპირებაში უფრო მეტი ინტრიგა იყო. 8 დეკემბერს პირველ შეხვედრაში მარტვილელებმა 2:0 იმარჯვეს და საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქუთაისელები კატასტროფის წინაშე დააყენეს.
საპასუხო მატჩს მთელი ქუთაისი (და არა მარტო ქუთაისი) ელოდა. შეხვედრა მართლაც კარგი სანახავი გამოდგა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ახალდამთავრებულ სეზონში.
საათზე ცოტა მეტ ხანს მარტვილელები უძლებდნენ მასპინძელთა შეტევებს და თავადაც იჩხვლიტებოდნენ. მაგრამ 63-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში თორნიკე ახვლედიანი წააქციეს და მათე ცინცაძემ ზუსტად დაარტყა პენალტი.
დამთავრებამდე სამი წუთით ადრე კი, შეცვლაზე ახლშესულმა ალეკ მუდიმუმ მეტოქის საჯარიმოში ყველას დაასწრო, მეორე გოლი გაიტანა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, რომელშიც მასპინძლები უფრო იღბლიანები აღმოჩდნენ. გამარჯვების გოლი ახვლედიანმა გაიტანა.
„ტორპედომ“ ორი მატჩის ჯამში 3:2 მოუგო „მერანს“ და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
