სიმეონე შემადგენლობას ცვლის

Home კატეგორიის გარეშე სიმეონე შემადგენლობას ცვლის
სიმეონე შემადგენლობას ცვლის
„ატლეტიკოს” და „პორტუს” პირველი თამაში 0:0 დამთავრდა

„ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში შემადგენლობის გადახალისებას აპირებს.

მადრიდელებს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისა და ფლეი-ოფში მოხვედრისთვის რთული სატურნირო ლაბირინთის გავლა მოუწევთ. B ჯგუფიდან გასული „ლივერპულია“, დანარჩენები კი საკუთარი თავისა და იღბლის იმედად არიან.

დიეგო სიმეონეს გუნდმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. თუ „პორტუ“ მოუგებს — ის გავა. მეორე თამაშის შედეგს მნიშვნელობა აღარ ექნება.

თუ „ატლეტიკო“ გაიმარჯვებს, „პორტუ“ კი გავარდება, მაგრამ მადრიდელების ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას იზამს „მილანი“ შინ „ლივერპულთან“. მილანელებს მარტო მოგება კი არა, გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობაც სჭირდებათ.

რაც შეეხება სიმეონეს ცვლილებებს: ჩერნოგორიელი სტეფან სავიჩის მაგივრად მარიო ერმოსო ითამაშებს, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი ცვლილება თავდასხმაშია მოსალოდნელი, სადაც ანტუან გრიზმანს მატეუს კუნიას ნაცვლად ლუის სუარესი და ტომა ლემარი დაეხმარებიან.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.