როცა ჯერ მხოლოდ 32 წლის ხარ, დაპყრობილი გაქვს ყველა საფეხბურთო მწვერვალი და მსურველი კლუბებიც არ გაკლია, ყატარში რატომ უნდა წახვიდე? ხავი მარტინესი „ბაიერნში“ 2012 წლიდან თამაშობდა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამას გარდა, ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო და ევროპის ორგზის ჩემპიონია. თუმც შეიხებს ხომ ისეთი შეთავაზებები აქვთ, კაცს განსჯის უნარს აკარგინებენ…
დიახ, ამ ზაფხულს ბორჯღალოსნებს ერთადერთი ტესტ-მატჩით დაკმაყოფილება მოუწევთ. სამხრეთ აფრიკაში ორმატჩიანი სერიის გასამართად ჩასულ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონთან მხოლოდ ერთხელ მოუწია ჯახმა. მეორე შეხვედრა „ქურციკთა“ შორის COVID-19-ის აფეთქებამ ჩაშალა, თან ინფიცირებულები ქართველთა ბანაკშიც აღმოჩნდნენ: სულ სამი, მათ შორის ლევან მაისაშვილიც. მომდევნო ტესტირებამ კიდევ სამი ინფიცირებული გამოავლინა. საბედნიეროდ, ყველა თავს კარგად გრძნობს, დაავადება თითქმის უსიმპტომოდ…
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ქვეყნის ნაკრებს სტანისლავ ჩერჩესოვი მოაშორა. ჯერ ამბობდნენ, რომ ჩერჩესოვი პირგასამტეხლოს არ აიღებდა, დღის ბოლოს კი ითქვა, რომ დაახლოებით 300 მილიონ რუბლს გადაუხდიან. ამასობაში კი რამდენიმე რუსმა სპეციალისტმა იუარა ჩერჩესოვის მემკვიდრეობა. ითქვა, რომ ნაკრებს უცხოელი, უფრო გერმანელი მწვრთნელი გამოადგება. ახსენეს იოაჰიმ ლიოვის სახელიც. ორ კანდიდატთან კონტაქტი უკვე შედგა, თუმც ისინი მალევე თამაშგარეში დარჩნენ….
პარაგვაის ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა კონტინენტის ფეხბურთის ასოციაციას, კონმებოლს კბილი გაჰკრა და თქვა, რომ „კოპა ამერიკას” ფინალის არბიტრი, ურუგვაელი ესტებან ოსტოიჩი არგენტინის წინააღმდეგ ანუ ბრაზილიის სასარგებლოდ იმსაჯებს. ჩილავერტი ამბობს, რომ ლეო მესის ერთბაშად ორი მეტოქის დამარცხება მოუწევს, ბრაზილიის ნაკრების და კონმებოლის. ფინალი რიოში, „მარაკანაზე”, თბილისის დროით 11 ივლისის გამთენიის 4 საათზე დაიწყება….
დანიის ნაკრებს ევრო 2020-ს ემოციებიდან ერთი დიდი, დადებითი ემოციის მიღებაღა ჰქონდა დარჩენილი და ისიც სრულყოფილად მიიღო: სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს გმირებივით შეეგებნენ. დანია, ჩემპიონატს ნახევარფინალში გამოეთიშა, ინგლისთან „უემბლიზე” 1:2 წააგო. დანიის ეროვნული გუნდი ნამდვილად იყო ევროპის ჩემპიონატის მშვენება. გუნდი, რომელმაც პირველ შეხვედრაში, მოედანზე, კრისტიან ერიქსენის გულის შეტევა გადაიტანა, მაგრამ შოკისგან გამოფხიზლდა და ოთხეულში შევიდა. თვითმფრინავიდან გადმოსულ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes