როგორც მოსალოდნელი იყო, „მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ყველა ნაკრები თუ კლუბი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოიხსნა. უფრო მეტიც, რაგბის მამები ამით არ დაკმაყოფილდნენ და რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბის“ რიგებიდან გარიცხა. აქვე გთავაზობთ „მსოფლიო რაგბის“ შესაბამის ოფიციალურ განცხადებას: „მსოფლიო რაგბი“ კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში და ბელარუსის მიერ ამ ქმედების ხელშეწყობას. გლობალური...
ჭდე: მსოფლიო რაგბი
შოტლანდიაც გაუქმდა
დიახ, ამ ზაფხულს ბორჯღალოსნებს ერთადერთი ტესტ-მატჩით დაკმაყოფილება მოუწევთ. სამხრეთ აფრიკაში ორმატჩიანი სერიის გასამართად ჩასულ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონთან მხოლოდ ერთხელ მოუწია ჯახმა. მეორე შეხვედრა „ქურციკთა“ შორის COVID-19-ის აფეთქებამ ჩაშალა, თან ინფიცირებულები ქართველთა ბანაკშიც აღმოჩნდნენ: სულ სამი, მათ შორის ლევან მაისაშვილიც. მომდევნო ტესტირებამ კიდევ სამი ინფიცირებული გამოავლინა. საბედნიეროდ, ყველა თავს კარგად გრძნობს, დაავადება თითქმის უსიმპტომოდ...
სამხრეთ აფრიკა ჩაიშალა
დიახ, ბორჯღალოსნებს აღარ მოუწევთ სამხრეთ აფრიკასთან სერიის მეორე ტესტ-მატჩის გამართვა. პრინციპში, ამის მაღალი ალბათობა ჯერ კიდევ გუშინწინ გაჩნდა, როცა „ქურციკების“ ბანაკში კოვიდ-ტესტირებამ ერთბაშად 10 დადებითი პასუხი მოიტანა, გარდა ამისა, 4 ინფიცირებული ჩვენს გუნდშიც დაფიქსირდა. დღეს საექსპერტო კომპანიამ აღნიშნული შედეგები დაადასტურა და „მსოფლიო რაგბისა“ და ჯანმოს რეგულაციების თანახმად, 10 ინფიცირებული ერთ გუნდში ნიშნავს, რომ თამაშის ჩატარება...
ბორჯღალოსანთა ცხელი ზაფხული
როგორც იქნა, „მსოფლიო რაგბში“ ჩამოყალიბდნენ დამდეგი ზაფხულის ტესტების კალენდართან დაკავშირებით და ყველაფერი, რაც კულუარებში ჭორების დონეზე განიხილებოდა, ცხადი და ცალსახა გახდა – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისში ტიერ 1-ის გუნდებთან ერთბაშად 3 მატჩს გამართავს! ესაა უპრეცედენტო შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში. 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, როცა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მთელი საერთაშორისო კალენდარი თავდაყირა დადგა და მარტო...
ოცნებასთან ერთ ნაბიჯში…
იაპონიის რაგბის კავშირის თავკაცებმა ევროპაში „მამაცი საკურების“ გაგზავნაზე უარი საბოლოოდ თქვეს. ეს მოსალოდნელიც იყო: ჯერ ერთი, ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო იაპონიაში ჩასვლას ეროვნული გუნდის დამრიგებელი ჯეიმი ჯოზეფი ვერ ახერხებს; მეორე მიზეზი კი ისაა, რომ იაპონიაშივე გამართული მსოფლიო თასის მეოთხედფინალში წაგების მერე ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებს არათუ აღარ უთამაშია, აღარ შეკრებილა და ახლო მომავალში ამის...
რას გვეტყვის 6 ერი ?!
მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა შემოდგომის ტესტების კალენდარი. ტესტები დაიწყება 24 ოქტომბერს და დამთავრდება დეკემბრის პირველ უქმეებზე. ამ პერიოდში დასრულდება ვაჟთა და ქალთა „ექვსი ერის თასები“- 2020 (24 და 31 ოქტომბერს) და მერე, 7 ნოემბერს დასვენების შემდეგ, გაიმართება ზედიზედ ოთხი სატესტო კვირა. ჰოდა, რა ხდება ახლა ჩვენს თავს? რა და ეს ოფიციალურად ჯერაც...
ბომონტი 28:23 პიჩოტი
ბებერმა კონტინენტმა ცვლილებები იუარა და „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტად სერ ბილ ბომონტი დატოვა. 27-30 აპრილს შემდგარ ელექტრონულ არჩევნებში ინგლისელმა ფუნქციონერმა თავის არგენტინელ ოპონენტს 28:23 მოუგო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მბრძანებელი იქნება. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ბომონტის ძალაუფლება რამდენადმე პირობითია, რადგან სპორტის ამ სახეობაში მთავარი გავლენა ევროპული „6 ერის“ ხელმძღვანელობის ხელთაა. ამ ყბადაღებული...
საით არის საქართველო?
27-30 აპრილს „მსოფლიო რაგბის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნების დღეებია. ცხადია, კენჭისყრა ელექტრონული, დისტანციური მეთოდით გაიმართება და როგორც დღეისთვისაა ცნობილი, ორ კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს. წარსულში ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი მესამეხაზელი, სერ ბილ ბომონტი კონსერვატიული შეხედულებებითაა ცნობილი და მხოლოდ არჩევნების წინ საუბრობს ხოლმე განვითარებადი სარაგბო ერების ხელშეწყობაზე, რეალურად კი ამ მიმართულებით თავს დიდად არ იწუხებს. აი, მისი კონკურენტი...







