პრემიერლიგის ცხრა კლუბი, რომელთა სახელებიც არ სახელდება, ჩემპიონატის ისეთ ვადებში განახლებას მოითხოვს, რომ დარჩენილი 9 ტური 30 ივნისამდე მოესწროს. მათივე აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდეს. რატომ მაინც და მაინც 30 ივნისი? მოგეხსენებათ, თითქმის ყველა კლუბი ფეხბურთელებთან კონტრაქტებს ამა თუ იმ წლის 30 ივნისამდე აფორმებს. წლეულს უამრავ ვარსკვლავს ან წამყვან ფეხბურთელს სწორედ ამ დღეს უმთავრდება…
ინგლისში აქტიურად ვრცელდება სხვადახვა ვარიანტი საფეხბურთო ცხოვრების გაგრძრლებასთან დაკავშირებით. ყველაზე სარწმუნო ვერსიას კი ბრიტანული Telegraph-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პრემიერლიგა ივნისის დასაწყისში უნდა განახლდეს და სულ რაღაც 35 დღეში დასრულდეს. მატჩების რაოდენობა არ შემცირდება, უბრალოდ გუნდები ყოველ სამ დღეში ერთხელ ითამაშებენ, ანუ კვირაში ორ მატჩს ჩაატარებენ, თანაც დახურულ კარს მიღმა. არსებობს ვერსია, რომ შეხვედრები ნეიტრალურ მოედნებზე…
მადრიდის „რეალის“ ფორვარდ ლუკა იოვიჩს მშობლიური სერბეთის პროკურატურაში გამოცხადება და ჩვენების მიცემა მოუწევს. ესპანეთიდან სერბეთში ჩასულმა იოვიჩმა სავალდებულო კარანტინის წესები დაარღვია და ბელგრადის ქუჩებში სასეირნოდ გავიდა. მოსახლეობაში აღშფოთების ტალღა იმდენად მძაფრი იყო, რომ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი გამოეხმაურა. სერბული კანონმდებლობით, კარანტინის წესების დარღვევაზე სასჯელი 1275 ევრო ჯარიმიდან 3-წლიან პატიმრობამდე მერყეობს.
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ როგორც სხვადასხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელებთან ვიდეოკონფერენცია მოაწყო. ონლაინ შეკრების მიზანი შინ სხდომის დროს ვარჯიშის გამოცდილების გაზიარება და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება თუ გამოცოცხლება გახლდათ. გაირკვა, რომ შეკრების და მისი დეტალების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გაუჟონავს, რასაც მადრიდელთა ფრანგი მწვრთნელი სასტიკად გაუბრაზებია. „სპორტი” ამტკიცებს, რომ ამ ამბის…
პრემიერლიგა პრემიერლიგად და ინგლისში ქვეყნის საფეხბურთო ლიგაც არსებობს, რომლის კლუბები კორონავირუსმა მძიმე მატერიალურ დღეში ჩააგდო. სწორედ მათ და ფეხბურთელებს შორის დაიძაბა ურთიერთობა. მიზეზი გასაგებია: კლუბებს უნდათ მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირონ, რაც ამ უკანასკნელთ არ მოსწონთ. და ამ დაპირისპირების მომრიგებლად გადაწყვიტეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი გარი ნევილი გამოიყვანონ. ცხადია, საქმეში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაც არის ჩართული. ნევილი, რომელიც…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes