პრემიერლიგა სერია A-ს გეგმას სწავლობს და დიდი შანსია ინგლისშიც იგივე გაიმეოროს, რასაც იტალიაში აპირებენ: 2020 წელს ყველა საფეხბურთო მატჩის გამართვას მაყურებლის გარეშე ფიქრობენ.
COVID 19-ის პანდემიამ იტალია მეტისმეტად დააზარალა. ქვეყანაში 9 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც სულ მცირე 3 მაისამდე გაგრძელდება. ინგლისურმა „დეილი მირორმა” კი გაასაჯაროვა იტალიის ხელისუფლებიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რომ 2021 წლამდე საფეხბურთო მატჩებს მაყურებელი ვერ დაესწრება.
იტალიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა: „როგორც კი პირობები შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ შეწყვეტილ სეზონს გავაგრძელებთ. მანამდე, ცხადია მოვიწვევთ კრებას, სადაც რეგლამენტს განვსაზღვრავთ.
იმედი მაქვს, რომ მაისის დასაწყისში, უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელებს ტესტირებას ჩავუტარებთ და გავარკვევთ არიან თუ არა ისინი დასნებოვნებულები. ამის მიხედვით გადაწყდება აღდგება თუ არა კლუბებში ვარჯიშები.
ვითამაშებთ თუ არა ზაფხულში? ამ კითხვაზე ჯერ დაბეჯითებით ვერ გიპასუხებთ, მაგრამ გვსურს ჩემპიონატი ბოლომდე მივიყვანოთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
