Breaking News

Day: December 9, 2019

კიი და ბევრი ფული

სნუკერის ტურნირების სერიებს 2020 წლიდან ერთი სერიოზული შეჯიბრიც ემატება, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. აბა, იქაური შეიხები რისი შეიხები იქნებოდნენ ტურნირისთვის დამატებითი ინტრიგა არ შეეძინათ და უფრო განსაკუთრებული არ გაეხადათ, ვიდრე რიგითი სერიის გათამაშებაა. და რითი შეიძლება ევრო-დილარებში მობანავე შეიხებმა, შეჯიბრი აქამდე გამართული წინამორბედებისგან ყველაზე გამორჩეული გახადონ თუ არა ფულით? ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. World Snooker…

Read more

ყატარი რუსების გარეშე

მამაძაღლობაში რამდენჯერმე მხილების გამო რუსი ათლეტები მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომის გადაწყვეტილებით 2019 წლის 9 დეკემბერს საერთაშორისო სარბიელიდან 4 წლით მოკვეთეს. „მედოპინგე რუსებს“ მონაწილეობა ეკრძალებათ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე და ასე შემდეგ… ცხადია, აღნიშნულ პერიოდში რუსებს არც საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების მასპინძლობის უფლებას მისცემენ… მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს შესაბამისობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯონათან ტეილორმა კი კონკრეტულად იმ…

Read more

ტოკიოდან… პეკინიდან… ყატარიდან… მოიკვეთოს

არც მეხის გავარდნა იყო და მოულოდნელიც არაფერი მომხდარა. ის კი არა, თვითონ რუსეთშიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) 9 დეკემბრის საგანგებო აღმასკომის სხდომის შედეგებსაც წინასწარვე შეგუებულნი. აკრძალული პრეპარატების მიღებასა და სხვა მამაძაღლობაში მხილების გამო რუსი ათლეტების დასჯა ჯერ კიდევ რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან დაიწყო, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ძალოსნობასა და კიდევ…

Read more

დიდი ბრძოლების ჯგუფი

ყოჩაღ, სერბეთს! ბალკანეთის გუნდმა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის მეორე ეტაპი 0 ქულით დაიწყო (ანუ, პირველი ეტაპიდან ქულა არ გადმოჰყოლია), მაგრამ გარდაისახა, ფარული ძალები მოიკრიბა და უკვე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. სერბეთი მეორე ანუ მთავარი ეტაპის I ჯგუფშია, სადაც დღეს გერმანიას შეხვდა და უკიდურესად დრამატურლ მატჩში 29:28 მოუგო. დაძაბულობა თვალსაჩინოდ რომ წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ: 60 წუთიანი…

Read more

როგორ გავარჩიოთ მაიმუნობა და ჯიბეში ხელის ჩაწყობა? (video)

„მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის” აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელს, ბრაზილიელ ფრედს თითქოსდა მაიმუნის ჟესტებით დასცინოდა, ამბობს, რომ სულაც არ არის რასისტი. შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი შაბათს, მანჩესტერული დერბის დროს მოხდა. სტუმარმა „იუნაიტედმა” „სიტის” 2:1 მოუგო. ფანი, რომელიც ვიდეოჩანაწერში მოხვდა და მას მანჩესტერის რეგიონის პოლიციამ მიაგნო ყოფილა მავანი ენტონი ბარკი, რომელიც სამშენებლო კომპანია „კირ გრუპმა” სამსახურიდან…

Read more