„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ჩელსის” 1:1-ის შემდეგ, „იუნაიტედის” ფრანგმა ვარსკვლავმა პოლ პოგბამ ლეგენდარულ როი კინს უპასუხა.
მანჩესტერელთა ყოფილმა კაპიტანმა, ირლანდიელმა როი კინმა ადრე თქვა, რომ პოგბა არა მარტო ზარმაცი, არამედ არაკეთილსინდისიერი ადამიანიც არის. ყველაფერთან ერთად, ის ინტერვიუებში ცრუობსო.
პოგბამ კი RMC Sport-თან საუბარში საკითხი ასე შემოატრიალა: „მათ შეუძლიათ თქვან რასაც მოისურვებენ, რადგან ამაში ფულს უხდიან. მე კი ფულს მოედანზე ბრძოლაში მიხდიან და ჩვენ შორის განსხვავებაც ეს არის”.
უფრო ზუსტად, „ევერტონთან” 0:4 და „მანჩესტერ სიტისთან” 0:2 დამარცხების შემდეგ კინმა პოგბაზე ასე თქვა: „ძალიან ბევრ შეხვედრაში ის უკან არ ჩადის. არადა, თუ გინდა კარგი თანაგუნდელი იყო, დაცვაშიც უნდა ჩარბოდე და ბიჭებს ეხმარებოდე”.
კინის თეორია თითქოსდა სტატისტიკითაც იყო გამყარებული. დათვალეს, რომ პრემიერლიგის ყველა ნახევარმცველს შორის პოგბა ყველაზე მეტს (დროის 64%) დადის.
და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კინმა ფრანგის გულწრფელობაშიც შეიტანა ეჭვი. როდესაც მოისმინა, როგორ მოუხადა პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს წაგებების გამო ბოდიში, ირლანდიელმა თქვა: „მისი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. ამ სიტყვების უკან არაფერი დგას. ეჭვი არ მეეპარება თავადაც არ ჯერა, რასაც ლაპარაკობს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:14ეს სპონტანური რაიან შერკი
აქეთურ-იქითური05/06/2026 | 12:22ვინ რამდენ ფეხბურთელს აგზავნის მსოფლიოს ჩემპიონატზე?
