ჟოზე მოურინიუს „რეალიდან” დაუკავშირდნენ. როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს პორტუგალიელის „სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნება სურს. ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა ინგლისურმა „სანმა”. მოგეხსენებათ, „რეალს” მიმდინარე სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი უდგას სათავეში, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. ბოლო ტურში „რეალ სოსიედადთან” 0:2 წაგების შემდეგ მადრიდელები ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერ „ბარსელონას” 10 ქულით ჩამორჩებიან. შეგახსენებთ, რომ პერესმა მოურინიუ,…
ბილბაოს „ატლეტიკი” 30 წლის ხავი მარტინესის დაბრუნებას ცდილობს. მოგეხსენებათ, ამ კლუბს სხვათაგან ერთი თავისებურება გამოარჩევს — მხოლოდ ეროვნებით ბასკ ფეხბურთელებს ათამაშებს. ხავი მარტინესი კი არა მხოლოდ ბასკია, არამედ ბილბაოს ყოფილი მოთამაშეცაა. ის „ბაიერნში” 2012 წელს გადავიდა, მანამდე კი 6 წელიწადი „ატლეტიკში” გამოდიოდა. „ჩვენ მისი შეძენით დაინტერესებულები ვართ”, — თქვა ბილბაოელთა სპორტულმა დირექტორმა რაფაელ აკორტამ რადიო…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes