
აკი ბაშოს ბოლოსწინა დღეს ლევან გორგაძის ტიტული ისევ სასწორზე იდო. სპეციალურმა კომისიამ ჩვენებური “კადობანში” ჩააყენა – თუ ქართველი დადებით ბალანსს ვერ გაინაღდებდა, ბაშოს დასრულების შემდეგ ოძეკის ტიტულს დაკარგავდა. ტოჩინოშინს აქამდე 7 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა და “კატიკოსის” (დადებითი ბალანსის მისაღწევად ბოლო ორი ჯახიდან ერთის მოგება მაინც სჭირდებოდა. ჩვენებურმა საქმე სახვალიოდ არ გადადო და მისი საყვარელი მარცხენა ჩავლების შემდეგ აბი თიხაში ჩაარჭო. მიზანი მიღწეულია და ტიტული დაცულია! ხვალ ლევანი არაფრისმომცემ შეხვედრაში ტაკაიასუს დაეჯახება, ვისთანაც აქამდე ბალანსი 7:9 აქვს. ტოჩინოშინი სამი სპეციალური პრიზიდან ერთ-ერთის მიღების კანდიდატია. პრიზს იოკოძუნას ყველაზე ლამაზად დამმარცხებელი იღებს და ხომ გახსოვთ, როგორ გაიტანა ლევანმა დოჰიოდან იოკოძუნა კაკურიუ?
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
