არგენტინული წყაროები იტყობინებიან, რომ ოქტომბერში ეროვნულ გუნდს შესაძლოა ნიკოლას ოტამენდი დაუბრუნდეს და „ალბისელესტეს” მაისურით ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.
არგენტინელთა მწვრთნელი ლიონელ სკალონი როგორც ჩანს ისევ აპირებს „მანჩესტერ სიტის” ცენტრალურ მცველზე დაყრდნობას. ეს საუდის არაბეთში მოხდება, სადაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ერაყისა და ბრაზილიის ნაკრებებს უნდა ესპარინგოს.
„მუნდოალბისელესტე” წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად რამდენიმე არგენტინელი ვეტერანი კვლავ დაუბრუნდება ეროვნულ გუნდს. მათ შორის არის ნიკოლას ოტამენდიც, რომელიც 30 წლისაა, „ალბისელესტეს” შემადგენლობაში 58 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით საუდის არაბეთში ბრაზილიასთან თამაშის წინ არგენტინელებს ეგვიპტესთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ გეგმა შეიცვალა და ეგვიპტე ერაყმა ჩაანაცვლა.
არგენტინისა და ერაყის შეხვედრა 12 ოქტომბერს ერ რიადში გაიმართება, ხოლო სამხრეთ ამერიკული გიგანტები ერთმანეთს 16 ოქტომბერს ჯედაში შეხვდებიან.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
