ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ფინალი 500-იან მსოფლიო ტურში!
ყოჩაღ!
ეს ყოველგვარ მოლოდინსა და იმედზე მეტია. ჰამბურგის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში მასზე მაღლა მდგომი ზედიზედ მეოთხე მეტოქის, ნიკოლას ჯარის დამარცხებით შეაბიჯა.
დღევანდელი ნახევარფინალის პირველ სეტში ნიკამ 2:2-ზე მოწოდება დათმო, მერე მეტოქეებმა თითო გეიმი გაცვალეს და საქმეში წვიმა ჩაერია, რამაც ორიოდ საათით შეაფერხა შეხვედრა. გაგრძელების შემდეგ ბასილაშვილმა არათუ ბრეიკი დაიბრუნა, 6:5-ზე მეტოქეს იქით აართვა მოწოდება და სეტიც მოიგო. მეორე სეტის ანგარიში კატასტროფული იყო. ქართველმა 0:6 დათმო, მაგრამ ცოტა ხანში გარკვა, რომ ეს ნიკას ტაქტიკური სვლა და ამოსუნთქვის საშუალება იყო.
ელვისებურ მესამე სეტში ნიკა 5:0 დაწინაურდა, მხოლოდ ამის შემდეგ დათმო გეიმი და საკუთარ მოწოდებაზე ფინალისტობაც იოლად გაინაღდა.
ხვალ ქართველის მეტოქე 31 წლის არგენტინელი ლეონარდო მაიერია, ვისაც კარიერაში 2 ტიტული მოუგია და 5 342 187 დოლარიც უშოვია. ამჟამად მაიერი, რომლის ყველაზე დიდი წარმატებაც ნაკრებთან ერთად დევისის თასზე გამარჯვებაა, მსოფლიოს 36-ე ჩოგანია.
ნიკა ბასილაშვილი ზეგინდელ განახლებულ რეიტინგში ორმოცდაათეულს უნდა მიუახლოვდეს, გამარჯვების შემთხვევაში კი ორმოცდაათეულში თამამად შეაბიჯებს. აქამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი 51-ე საფეხური იყო.
გამარჯვება და ხვალეო!
ეს ხომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ახდენილი ოცნებების კვირაა!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
