
„სანი” წერს, რომ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან 2:4 დამარცხების შემდეგ გემრიელად მოულხინეს და მთელი ღამე ღრეობაში გაატარეს. რასაკვირველია, კორექტულობისთვის გაზეთი დასძენს, რომ ლაპარაკია ხორვატ ფეხბურთელთა მხოლოდ ერთ ნაწილზე. ალბათ, ასეც იქნებოდა.
„ბუნებრივია, რომ ლუკა მოდრიჩმა და კომპანიამ დიდების მომენტის ხელიდან გაშვება ძალიან განიცადა და როგორც ჩანს მათმა ნაწილმა ღამით ვერც კი დაიძინა. შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს ერთად დარჩენილიყვნენ და ღრეობა მოეწყოთ” — წერს ინგლისური ტაბლოიდი.
ხორვატებმა თავიანთი დროსტარების სცენები სიამოვნებით გაუზიარეს ინსტაგრამზე მილიონობით მიმდევარს.
დროსტარებას მადრიდის „ატლეტიკოს” მცველი ვრსალკო იღებდა. სწორედ მან გაავრცელა საჯაროდ თავისი თანაგუნდელების ცეკვა-თამაშის კადრები.
შემდეგ ვედრან ჩორლუკამ გააზიარა სურათები, თუ როგორ ცდილობენ დაღლილი ხორვატები მხნეობის შენარჩუნებას და როგორ უყურებენ ამ ყველაფერს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის დათრგუნული თანამშრომლები.
რად უნდა ლაპარაკი, რომ ხორვატთა ოთხმილიონიანი ქვეყანა თავიანთ ფეხბურთელებს გმირებივით მიიღებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
