გერმანიის ნაკრებში პატიოსანი კაცი არ სჭირდებათ

Home სიახლეები გერმანიის ნაკრებში პატიოსანი კაცი არ სჭირდებათ
გერმანიის ნაკრებში პატიოსანი კაცი არ სჭირდებათ

არ გინდივართ და მეც არ მჭირდებითო, — ასე გამოუვიდა „ბაიერნის” 30 წლის თავდამსხმელ სანდრო ვაგნერს, როდესაც შეიტყო, რომ იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა სიაში არ შეიყვანა. ლიოვის მიერ სარუსეთო სიის გამოცხადების მეორე დღეს ვაგნერმა განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში თამაშს თავს ანებებს. სხვა სიტყვებით, ის ბუნდესმანშაფტს მსოფლიოს ჩემპიონატის მერეც აღარ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ნაკრების წინასწარ, 27 კაციან სიაში მარიო გიოტცესა და ვაგნერის არყოფნა ეხამუშა.

ვაგნერმა „ბილდს” მწარედ უთხრა: „ჩემთვის ნათელია, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელებს იმიტომ არ ვუნდივართ, რომ ყოველთვის ღია, პატიოსანი და სიმართლის პირში მთქმელი კაცი ვარ”.

„ჰოფენჰაიმის” ყოფილ ფეხბურთელს ბუნდესნაკრებში 8 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი. შარშან საზფულს ის კონფედერაციათა თასის მფლობელი გახდა.