აუ, რა გამახსენდა. იქნება ასე, ათი-თორმეტი წლის წინანდელი ამბავი. საქართველოს თასის მერომელიღაცედფინალი იყო, ერთი გუნდი მეორეს ძალიან სჯობდა. გაუტანა ერთი, გაუტანა მეორე, გაუტანა მესამე… პირველ ტაიმში ხდება ეს ყველაფერი. ჰოდა, გაუტანა მეოთხეც. დაუტყაპუნეს თანაგუნდელებმა გოლის ავტორს ბეჭებზე ხელი. გადმოვიდნენ ცენტრს აქეთ და უცებ მესმის: — არა უშავს, ბიჭებო! არა უშავს! ე! მეხამუშა. კარგად დავაკვირდი. აშკარად…
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ტრადიციული გამოკითხვის შედეგად გაირკვა პრემიერლიგის წლის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიდან” მოხვდა. ესენი არიან, მარჯვენა მცველი კაილ უოქერი, ცენტრალური მცველი ნიკოლას ოტამენდი, ნახევარმცველები, დავიდ სილვა და კევინ დე ბრუინი და თავდამსხმელი სერხიო, იგივე კუნ აგუერო. საოცარია, რომ კოლეგებმა ანუ პრემიერლიგის ფეხბურთელებმა აგუერო პირველად დაასახელეს სიმბოლურ თერთმეტეულში,…
„ბაიერნი” სამომავლო რეორგანიზაციას ეწევა და საკვანძო პოზიციებზე თავის ყოფილ ფეხბურთელებს ნიშნავს. გასული ზაფხულიდან მოყოლებული კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 41 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩი მუშაობს. მომავალი სეზონიდან მთავარ გუნდს 46 წლის ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. ყმაწვილთა მწვრთნელის თანამდებობას 39 წლის მიროსლავ კლოზეს ჩააბარებენ და აი, ახალი ამბავიც: „შპორტ ბილდის” ცნობით, ბავარიელებს 47 წლის მეჰმეთ შოლიც უბრუნდება. კლუბის პრეზიდენტი…
რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ინგლისელებს უფრო ნაკლები გულშემატკივარი ეყოლებათ, ვიდრე პერუს და ჩინეთს… მოიგონე ამის მერე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაში. ის, რომ ყველაზე მეტი ბილეთი მასპინძელ ქვეყანაში გაიყიდა, სრულიად ლოგიკურია. რუსებმა 796 875 ბილეთი შეიძინეს. მეორე ადგილზეა აშშ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც გავიდა და სადაც ფეხბურთზე დიდად არც გიჟდებიან. ამერიკელებმა 80 161 ბილეთი შეიძინეს. შემდეგ მოდიან…
ჯერ ეს სეზონი არ დასრულებულა, წინ ამხელა მსოფლიოს ჩემპიონატია და კლუბები უკვე შემდეგი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს გეგმავენ. „მანჩესტერ იუნაიტედს”, მაგალითად, ივლისში, ამერიკაში, 13 დღეში 5 თამაში უწევს, მათ შორის „ლივერპულთან” და „რეალთან”. ამ შეხვედრების უმეტესი ნაწილი ჩემპიონთა საერთაშორისო თასის ეგიდით ჩატარდება — ამხანაგური მატჩების შემცვლელი საზაფხულო შეჯიბრებაა, რომელსაც მეტწილად აშშ და კანადა მასპინძლობს ხოლმე. „სანი”…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes