ამოიჩემეს პეტერბურგის „ზენიტის“ ფანებმა რობერტო მანჩინი. „კრასნოდართან“ გასვლით ფრეს ლამის გადააყოლეს და სოცქსელებში აგინეს კიდეც. სინიორ მანჩინიმ იმავე ქსელში საკადრისი ხომ უპასუხა მგინებელს და დაც ზედ დაუყოლა!
კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, იტალიელს უსათუოდ წასვლა მოუწევს. არადა, ხურდა ვინმე ხომ არ არის – ისეთი უთამაშია და ისეთები გაუწვრთნია, ბარე ორს დაესიზმრება. ბოლოს და ბოლოს, იტალიის რეკორდსმენია ქვეყნის თასებით (ათიდან ოთხი მწვრთნელობისას მოიგო) და იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის ორდენის კავალერიც გახლავთ.
შეცდა მანჩინი. არ უნდა წასულიყო „ზენიტში“, რომელიც პუტინის „ვოტჩინად“ (მამულად) ითვლება და სადაც მეორეობას მარცხად თვლიან. ბოლო წვეთი დღევანდელი ფრაზა გახდა – რუსეთის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ევროპის ლიგააო.
ჯერჯერობით მანჩინი მაინც არ ნებდება: ნებით არ წავალ და თუ გამაგდებთ, 3+2 კონტრაქტის თანახმად 9 მილიონი ევრო გადამიხადეთო…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
