მთების, მყინვარების და რაც მთავარია, ულამაზესი ფიორდების ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც 5.2 მილიონ მაცხოვრებელს ითვლის. ვიკინგების ქვეყანა, რომლის მუზეუმებშიც IX საუკუნის მუხისგან შეჭედილი ხომალდები ინახება – ჩრდილოეთის მარგალიტი ნორვეგია. ერთი შეხედვით, ადვილია ნავთობითა და გაზით მდიდარ, თევზჭერით განთქმულ და ჩრდილოური ტურიზმის მექად აღიარებულ ნორვეგიაში ცხოვრება, მაგრამ მთავარია, რომ ეს ხალხი ახერხებს და ბუნებისგან ბოძებულ ყველა...
ბუენოს თბილისი
ქვემოთ თანდართული ვიდეო შეგიძლიათ 2 წუთისა და 40 წამის მერე ჩართოთ… ნუ, თუ ძალიან გიყვართ არგენტინული ფეხბურთი, მაშინ თავიდან უყურეთ. ეს გახლავთ „ურაკანისა” და „ესტუდიანტესის” შეხვედრის მიმოხილვა. თამაში მოიგო „უარაკანმა” 1:0 და ცხრილში მეხუთე ადგილზე აინაცვლა. რასაკვირველია, ინფორმაციას ამ მატჩის შესახებ იმიტომ არ გაწვდით, რომ არგენტინის პირველობის მორიგი ტურის ამბები გავარჩიოთ. შეხვედრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება...
მე ან ის!
თუ ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება, პოლ პოგბა გუნდიდან წავა — ასეთი გაგრძელება ჰპოვა პორტუგალიელი მწვრთნელისა და ფრანგი ნახევარმცველის ურთიერთობამ. ორს შორის შავმა კატამ თებერვალში გაირბინა, მას მერე, რაც „განსაკუთრებულმა” 100 მილიონ ევროდ ღირებულ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუზღუდა. ინგლისურ პრესაში გავრცელდა ხმა, რომ პოგბას აგენტი მინო რაიოლა „რეალთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. მას ზაფხულში 24 წლის მოთამაშის...
ესტერის თეთრი ზღაპარი
პიონგჩანგში, სნოუბორდისტი ესტერ ლედეცკა გასულ შაბათს სუპერგიგანტური სლალომის სტარტზე რომ დადგა, ისტორიაც იმ წამს შეიცვალა – ჩეხ გოგონამდე სპორტის ორ სახეობაში ზამთრის ოლიმპიადაზე არავის ეასპარეზა. ესტერი იმ თხილამურებზე იდგა, ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა მიქაელა შიფრინმა რომ დაიწუნა. ორივეს ერთი მომმარაგებელი ჰყავს, მაგრამ პირველი არჩევანის უფლება ამერიკელს აქვს. ესტერმა დაფარა დისტანცია, ტაბლოს ახედა და დიდხანს ელოდა, რომ შეცდომას...
ატარებს ყატარი?
რასაც ქვემოთ მოგახსენებთ ჭორია, მაგრამ ის არაბულმა საიტმა Arabic Urgent-მა გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა და სადაც მის გავრცელებაში ამდენი ხალხი ჩარეულა, ბარემ ჩვენც ვთქვათ: ყატარში, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს, რის გამოც დიდი შანსია აზიურ ქვეყანას მასპინძლობა ჩამოართვან. ასახელებენ ორ სათადარიგო ვარიანტს: ინგლისსა და აშშ-ს. ორივე დღესვე მზადაა მუნდიალს უმასპინძლოს. მოგეხსენებათ, ინგლისს...
მიხეილ მესხი: მე ფეხბურთი არ მათამაშეს!
ინტერვიუს პირველი ნაწილი ინტერვიუს მეორე ნაწილი – გავიგებ, რა ხდებაო. თურმე ნუ იტყვით, ცეკაში არაფერი იციან, პირიქით, ახალკაცს უჭერენ მხარს… ახალკაცის გაგდება მარტო მინისტრს სურდა. საღამოს ბაზაზე ვბრუნდებით, ვარჯიში გვაქვს, მეორე დღეს მოსკოვის „დინამოს“ ვეთამაშებით. ახალკაცს ისე უჭირავს თავი, ვითომ არაფერი იცის. გაგვიკვირდა, არადა, მერე გავიგეთ, მოსკოვის „დინამოსთან“ თამაში ჩაწყობილი აქვს, ჩვენ რომ არ გავიტანოთ,...
სეპარატისტი
„მანჩესტერ სიტის” კატალონიელი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თხემით ტერფამდე სეპარატისტია — კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას ემხრობა. მეტიც, რამდენადაც შეუძლია იბრძვის კიდეც ამისთვის. შემოდგომიდან მოყოლებული, ინგლისში, „სიტის” თამაშებზე, მას მკერდზე ყვითელი ლენტი უკეთია. ამით გვარდიოლა ბელგიაში გადასახლებაში მყოფ პოლიტიკოსებს, კატალონიური სეპარატიზმის ლიდერებს, კარლეს პუჯდემონს და მის თანამებრძოლებს უჭერს მხარს. გვარდიოლას პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ გასულ კვირაში,...
ავსტრიასთან დიქსონი და ბიჭებიც საკმარისი იყო
ფაჩულია, შენგელია, შერმადინი, მარკოიშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, სანიკიძე – რითაა ურიგო ნაკრები? ზოგმა აშკარად ადრიანად დაასრულა სანაკრებო კარიერა, ზოგმა მიზეზთა გამო ვერ დააღწია საკუთარი კლუბიდან თავი და ძალაუნებურად ქართული კალათბურთის მეორე ეშელონმა ითავა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვებისთვის ბრძოლა. პირველ მეოთხეთში პარკეტიდან დარბაზისა აღგავა ჩვენმა გუნდმა მასპინძლები და 19-ის წილ მხოლოდ 5 ქულის ჩაგდების საშუალება...
გიორგი ხარაიშვილი – გიოტებორგის 22
– ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის გუნდში მომიწევს თამაში. უკვე შევხვდი მწვრთნელსა და თანაგუნდელებს, მათგან ყურადღება, ინტერესი ვიგრძენი და ვფიქრობ, ახალწვეულისთვის მთავარიც ეს არის, – გვითხრა 21 წლის გიორგი ხარაიშვილმა, ვისაც გიოტებორგში დავუკავშირდით. მან შვედეთის ყველაზე ტიტულოვან „გიოტებორგთან“ 1-წლიანი კონტრაქი გააფორმა 2.5 წლით გაგრძელების პერსპექტივით. ხარაიშვილი გიოტებორგს „საბურთალოს“ აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიასთან ერთად დილით ეწვია,...
მიდი-მოდი
ამ თებერვლის თვის ბოლოსკენ, აგვისტოდან რომ მოვთვალოთ, ინგლისში ოცდამეთორმეტე მენეჯერი მოიხსნა. ამჯერად ეს თურინგიელი უვე როსლერი იყო, ჩვენი ძველი ნაცნობი, გიო ქინქლაძის დროიდნელ „სიტიში“ რომ იყო მეგოლედ. როსლერი პირველი ლიგის „ფლიტვუდ თაუნის“ მენეჯერობიდან გადააყენეს. ოთხ ლიგაში, ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლებული ოცდათორმეტი მენეჯერი ეგებ ბევრიც არ იყოს, მაგრამ მაინც ბევრია, მით უმეტეს, რომ კიდევ რამდენიმეს, ისედაც...









