ვიდეო

Home Videos
ჯაიანი დაბრუნდა!
ჩანაწერი

ჯაიანი დაბრუნდა!

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს. ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით...

ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥
ჩანაწერი

ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥

სახორხოცო ამბავი დაემართა  „გლადბახთან“ მატჩში ( 1:1 )  რობინ ცენტნერს – „მაინცის“ მეკარეს.  პენალტის ნიშნულთან ბურთი ერთი შეხებით ეგონა რომ გააჩერა, მაგრამ  გაეპარა და ჰაერში ამაოდ უქნევდა ფეხს საპენალტე თეთრ ლაქას. მერე კი დაეწია გაპარულს და მცველებიც წამოეშველნენ  გაეშმაკებული ბურთის საჯარიმოდან გაძევებაში. ნამატჩევს თქვა, თვალის კუთხით თეთრ წერტილს ვხედავდი ქვემოთ და ბურთი მეგონაო.