ესტონეთი-საქართველო. კიდევ ერთხელ, ჯამში მეშვიდედ. აქამდე ისე ხდებოდა, რომ ყველა დაპირისპირება ამხანაგური იყო, 5 სექტემბერს კი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება. შეხვედრა ტალინის „ლე კოქ არენაზე“ შედგება, უკვე ოფიციალურის სტატუსით… უცნაურია: ექვსივე წინა მატჩში საქართველო სხვადასხვა მწვრთნელით იყო. ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი/რევაზ ძოძუაშვილი, პეტარ სეგრტი, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, ვლადიმირ ვაისი. აქედან გუცაევის, ქეცბაიასა და...
