ამბის არსი ასეთია: წინასაარჩევნოდ პრემიერ მინისტრი ვაზიანში ახალი სტადიონის აშენების ინიციატივით გამოვიდა. ცხადია, გაჩნდა კითხვა: რატომ არის ეს წარმოუდგენელი სიძვირის მშენებლობა აუცილებელი და რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ „დინამოს“? კითხვის პასუხად ითქვა, რომ „დინამო“ ამორტიზებულია. გაჩნდა მომდევნო კითხვა: როდის ამორტიზირდა „დინამო“? ფაქტია, რომ სტადიონმა ანშლაგით უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 21 და 26 მარტის (ლუქსემბურგთან და...
