შენოლ გიუნეშს თავში ტრიბუნიდან ნასროლი ნივთი მოხვდა. ცნობილი მწვრთნელი საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ამბავი თურქეთის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების უგოლო საპასუხო შეხვედრის 58-ე წუთზე მოხდა. თამაში შეწყდა. ერთმანეთს სტამბოლის გუნდები „ფენერბაჰჩე” და „ბეშიქთაში” ხვდებოდნენ. მატჩი რამდენჯერმე გიუნეშთან დაკავშირებულ ინციდენტამდეც შეწყდა. მედიის ცნობით მაყურებლის მიერ ნასროლი ნივთით წაქცეულ „ბეშიქთაშის” თავკაცს ხუთი ნაკერი დაადეს. გასახდელში ჩხუბი ატყდა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს...
