ჭდე: უშანგი ჭეიშვილი

Home უშანგი ჭეიშვილი
ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
ჩანაწერი

ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში

საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...

80-მდე ქართველი ფრანგულ სარაგბო ელიტაში
ჩანაწერი

80-მდე ქართველი ფრანგულ სარაგბო ელიტაში

მორაგბეთა არდადეგები ხანმოკლეა და სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ცხადია, ახალი ჩემპიონატისთვის სამზადისს საფრანგეთშიც შეუდგნენ, სადაც უამრავი ქართველი თამაშობს. მიმდინარე ზაფხულში ჩვენებურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად — ახალგაზრდების ხარჯზე. მთლიანობაში კი ტოპ 14-ის კლუბთა მთავარ და ახალგაზრდულ კლუბებში დღეის მონაცემებით 33 ქართველი ირიცხება, პრო დ2-ში — 42. ამას დავუმატოთ მომდევნო ლიგები  —...

4 ქართველი ტოპ 14-ში
ჩანაწერი

4 ქართველი ტოპ 14-ში

საფრანგეთის მეორე ელიტური ლიგის, პრო დ2-ის ფინალისტმა „ბიარიცმა“ უდრამატულეს მატჩში ტოპ 14-ში ბოლოსწინა ადგილზე გასული „ბაიონი“ დაამარცხა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში დაბრუნდა. „ბიარიცი“ უდიდესი ტრადიციების კლუბია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონიც ყოფილა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელიც. მაგრამ ბოლო წლებში ბასკური კლუბი ფინანსურ და მასთან ერთად სპორტულ კრიზისში იმყოფებოდა. ეს გრძელდებოდა იმ დრომდე,...

დუდუ და პერპინიანი
ჩანაწერი

დუდუ და პერპინიანი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, ხოლო პრო დ2-ში ჩემპიონი გამოვლინდა. რეგულარული „ტულუზმა“ მოიგო, ხოლო მეორეზე „ლა როშელი“ გავიდა – პარალელურად ჩემპიონთა თასის მფლობელი და ფინალისტი. ცნობისთვის, ესენი იმ იშვიათ ფრანგულ კლუბთაგანნი არიან, რომლებშიც არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება და პლეი-ოფში მეორე წრიდანაც სწორედ ეს გუნდები ჩაებმებიან. პლეი-ოფის პირველ წრეში...

კატალონიურ-ბასკური ფინალი ქართველთა მონაწლეობით
ჩანაწერი

კატალონიურ-ბასკური ფინალი ქართველთა მონაწლეობით

საფრანგეთის სარაგბო სეზონი თანდათან ფინიშს უახლოვდება და თუ ტოპ 14-ში რეგულარულის ბოლო ტური და პლეი-ოფია დარჩენილი, პრო დ 2-ში ჩემპიონისა და შესაბამისად, ტოპ 14-ის ავტომატური საგზურის მფლობელის ვინაობის გამოსარკვევად ერთი მატჩიღა რჩება სათამაშო. კვირას საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. პირველი შეხვედრა ფრანგულ კატალონიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „პერპინიანმა“ „ოიონას“ უმასპინძლა და ზედმეტი დაძაბვის გარეშე...

ქართული ლელოები
ჩანაწერი

ქართული ლელოები

საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგა პრო დ2-ში პლეი-ოფის დრო მოვიდა და შაბათს პირველი წრის ორივე მატჩიც გაიმართა. ეს იყო ე. წ. შესარჩევი ნახევარფინალი, რომლის გამარჯვებულებიც „ნამდვილ“ ნახევარფინალში რეგულარულის გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს შეხვდებიან. ისე მოხდა, რომ შაბათის მატჩების მონაწილე გუნდებშისულ ცოტა ერთმა ქართველმა ითამაშა. და ისე მოხდა, რომ წაგებულთა შორის პრესტიჟის ლელოები ჩვენებურებმა გაიტანეს. თავდაპირველად ერთმანეთის პირისპირ...