წლევანდელი „როლან გაროსის“ ნახევარფინალი ვინც ნახა, ალბათ ძალიან დიდხანს არ დაავიწყდება. ტურნირის მეფედ შერაცხული რაფაელ ნადალი ATP-ს რეიტინგის ლიდერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა. ორმა უდიადესმა ჩოგბურთელმა უდიადესი მატჩი შესთავაზა მაყურებელს, რომელიც 4 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ, ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში იმარჯვა – 3:6; 6:3; 7:6; 6:2. მატჩის პერიპეტიებს აღარ შევყვებით, ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ მხოლოდ...
