„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მესამე მატჩში მარცხი განიცადა, რაც პირველ ქართულ პროფესიულ სარაგბო ფრენჩაიზს ძალზე იშვიათად მოსდის. ჰოდა, პარასკევს გვიან ღამით ბუენოს აირესში სწორედ ამ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო. ზოგადად ამ ტურნეს „შავი ლომი“ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ატარებს და ეს ერთადერთი თამაში იყო არგენტინის დედაქალაქში, რომელშიც ქართულ ფრენჩაიზს სწორედ არგენტინული დაუხვდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად...
