ჭდე: პიტერ ლიმი

Home პიტერ ლიმი
ვალენსია მენდეშის მაფიის წინააღმდეგ
ჩანაწერი

ვალენსია მენდეშის მაფიის წინააღმდეგ

შუაგულ ვალენსიაში გულშემატკივართა ჯგუფმა სამი ბანერი გამოფინა. ყველაზე დიდს, რომელიც ცენტრში განათავსეს ინგლისურად ეწერა: „მენდეშის მაფიის წინააღმდეგ”. ცენტრალური ბანერის მარცხნივ, შედარებით მომცრო პლაკატზე გამოსახული იყო პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში რომელიც კლუბ „ვალენსიას” მეპატრონის სინგაპურელი პიტერ ლიმის მეგობარი და პარტნიორია. მენდეშის პორტრეტი ისე იყო შესრულებული, რომ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის „ნათლიას” მთავარი პერსონაჟი, მარლონ ბრანდოს მიერ...

რა უნდა ქნას გატუზომ მამარდაშვილის გუნდში?
ჩანაწერი

რა უნდა ქნას გატუზომ მამარდაშვილის გუნდში?

პარასკევს „მერიტონ ჰოლდინგმა” ხოსე ბორდალასი „ვალენსიადან” გაუშვა. მწვრთნელს არავინ შეხვედრია, დაურეკეს და უთხრეს, თავისუფალი ხარო. ასე დაიწყო „მესტალიაზე” ჯენარო, იგივე რინო გატუზოს ეპოქა, რომელიც ამ წუთისთვის ოფიციალური ჯერ კიდევ არ არის. Superdeporte წერს, რომ ჭადრაკის იმ პარტიაში, რომელსაც „ღამურების” სინგაპურელი მეპატრონე პიტერ ლიმი გულშემატკივარს ეთამაშება, შემდეგი სვლა ვალენსიაში გატუზოსა და მისი მეგობარი-აგენტის ჟორჟე მენდეშის ჩასვლა...

ვალენსიას მთავარი თამაში სტადიონს გარეთ ჩატარდა
ჩანაწერი

ვალენსიას მთავარი თამაში სტადიონს გარეთ ჩატარდა

ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის გარეშე დაამარცხა „სელტა” 2:0, მაგრამ ადგილობრივი პრესა აღნიშნავს, რომ მთავარი „თამაში” „მესტალიას” გარეთ გაიმართა: ათეულობით ათასმა გულშემატკივარმა საპროტესტო აქცია მოაწყო. მათი ამოცანა იყო მთელი მსოფლიოსთვის გამოეცხადებინათ, რომ “ღამურების” ქომაგებს კლუბის მართვაში სიტყვა უნდა ეთქმოდეთ. მათ სურდათ დიდძალ ხალხს სტადიონს გარეთ, ქუჩაში მოეყარა თავი და არა ტრიბუნებზე. ცარიელი სკამები...

დროა გააგებინონ ბორდალასს
ჩანაწერი

დროა გააგებინონ ბორდალასს

როგორი გუნდი იქნება გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” მომავალ სეზონში? ამის შესახებ ესპანურ, კერძოდ ვალენსიურ პრესაში ბევრი იწერება და ვინაიდან ეს ქართველი მეკარის კარიერისთვისაც მნიშვნელოვანია, შევეცდებით ზოგიერთი მოსაზრება გაგაცნოთ. წერენ, რომ დრო აღარ ითმენს, კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა და მისმა კომპანიამ „მერიტონმა” მწვრთნელ ხოსე ბორდალასს რაც შეიძლება მალე უნდა შეუქმნას პირობები, რათა „ღამურებსა” და ლა ლიგის საუკეთესო...

ვალენსიაში დემონსტრაცია მოეწყო
ჩანაწერი

ვალენსიაში დემონსტრაცია მოეწყო

შავ-თეთრი ფანები ვალენსიას ქუჩებში გამოვიდნენ. მათი ლოზუნგი იყო: დავიცვათ „ვალენსიას“ (კლუბის) ღირსება! მათი მოთხოვნაა კლუბის მეპატრონემ პიტერ ლიმმა „მესტალია“ დატოვოს. დემონსტრაციის ორგანიზატორები იყვნენ გაერთიანებები: LibertadVCF , Viachers, ‘ Spirit of 86 ‘, Últimes Vesprades a Mestalla, ItMuchBeLove, Ciberche, ValenciaSud, Agrupació de Penyes და De Torino a Mestalla. ქალაქის პოლიციის განცხადებით, აქციაში მონაწილეობა 15 ათასმა ადამიანმა მიიღო. ვინაიდან მშრალ ინფორმაციას ავტორის აზრი არ უხდება,...

ანილ, კანალია! დატოვე მესტალია!
ჩანაწერი

ანილ, კანალია! დატოვე მესტალია!

ქართველი გულშემატკივრისთვის ესპანური „ვალენსიას“ ამბები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც იქ გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. ადრეც მოგახსენებდით, რომ კლუბის მეპატრონე გახლავთ სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი, რომლის მმართველობით გულშემატკივართა არცთუ მცირე ნაწილი უკმაყოფილოა და საპროტესტო აქციებს აწყობს. ლიმის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა ორშაბათს მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელზეც დათქვეს, რომ 1 დეკემბერს, 12 საათზე პრეს-კონფერენციას მოაწყობენ. ამ პრეს-კონფერენციაზე ისინი დაწვრილებით განმარტავენ...

ვალენსიას ფულს დაჰპირდნენ
ჩანაწერი

ვალენსიას ფულს დაჰპირდნენ

„ვალენსიას“ მეპატრონე პიტერ ლიმი კლუბში ინვესტიციების გაზრდას აპირებს. ლიმი სინგაპურელი ბიზნესმენია, რომელიც ადრე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბირჟო მაკლერი იყო, ახლა კი კერძო ინვესტორია, რომელიც სხვადასხვა დარგში მოღვაწეობს: პალმის ზეთით დაწყებული, მედიცინით დამთავრებული. ლიმის ხელში, ბოლო წლებში, „ლოს ჩე“ ანუ „ვალენსია“  დალხენილი ცხოვრებით ვერ დაიკვეხნის. სინგაპურელის წინააღმდეგ გამოსვლებიც იყო. წლეულს, „ღამურებს“ ლა ლიგის კლუბებს შორის...

დამნაშავეები რაფინია და დენის სუარესი ყოფილან
ჩანაწერი

დამნაშავეები რაფინია და დენის სუარესი ყოფილან

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ „ვალენსიამ” მარსელინიო გარსია ტორალი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა და მისი საქმე ალბერტ სელადესს ჩააბარა. სელადესმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 43 წლის სელადესისთვის, რომელიც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს, მათ შორის 21-წლამდელებს ედგა სათავეში, „ვალენსიას” თავკაცობა პირველი დიდი პოსტია. საკლუბო ფეხბურთში მისი ყველაზე დიდი გამოცდილება ხულენ ლოპეტეგის დროს „რეალში” ასისტენტობა გახლდათ. ახლა...