„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ინტერს” გამოუცხადა, რომ 75 მილიონ გირვანქას გროშ-კაპიკს არ დააკლებს. ლაპარაკია ბელგიელი რომელუ ლუკაკუს „ოლდ ტრეფორდიდან” „სან სიროზე” გადაბარგებაზე. ვაჭრობა „იუნაიტედის” ლონდონურ ოფისში მილანელთა სპორტულ დირექტორ პიერო აუსილიოსა და ინგლისური კლუბის ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს შორის შედგა. ცნობილია, რომ „ინტერის” ახალი მწვრთნელი, „ჩელსიში” ნამუშევარი ანტონიო კონტე ლუკაკუს შეძენით დაინტერესებულია. თავად ლუკაკუ კი „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად...
