მიყვარს ზამთრის ოლიმპიადა. საოცარი ხიბლი აქვს. ზიხარ ტელევიზორთან კომფორტულად, მიირთმევ ყავას და მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი საუკეთესო გოგო-ბიჭების შესრულებულ ილეთებს უყურებ: ან საიდან ხტებიან, ან როგორ ბზრიალებენ, ან რა სისწრაფით მოქრიან… მაგრამ, თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ პიონგჩანგში შეჯიბრებებს ცოტა ხალხი ესწრება? ალბათ იმიტომ, რომ ცივა; ალბათ იმიტომ, რომ კორეელებს ზამთრის სპორტი ევროპელებივით არ უყვართ; ალბათ იმიტომ,...
ჭდე: ოლიმპიადა
3…2…1…დაიწყო!
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა: ზარით და ზეიმით, დაფებით და დაფდაფებით, რიხით და ფახით, დრონებით და 5G-ტექნოლოგიებით – შოუ იყო, შოუს უნახავს გაგხდიდათ. ფიგურული ციგურაობის მომხიბლავმა ვარსკვლავმა იუნა კიმმა ოლიმპიური ცეცხლი დააბინავა და ერთი სიტყვით, დაიწყო… მაგრამ პიონგჩანგის თავზე ღრუბლებიც მოჩანს. რუსთა მოკვეთით ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა ერთგვარად ფერი დაკარგა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები...
კორეა ერთია — ჩრდილოეთი და სამხრეთი!
სამხრეთმა და ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტეს მოახლოებული ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ერთიანი დროშით შეაბიჯონ — დროშაზე მათი ნახევარკუნძული იქნება გამოხატული. ის, რომ ორი ქვეყანა ქალთა ჰოკეიში ერთ გუნდს გაიყვანს, ადრეც გაცნობეთ. პიონგჩანგში, გახსნის ცერემინიალზე ერთიანი დროშით გასვლის გადაწყვეტილებას წინ რთული მოლაპარაკებები უძღოდა. აგრეთვე გადაწყდა, რომ მომდევნო კვირაში ჩრდილოელები სამხრეთს ეწვევიან და საოლიმპიადე ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. მეტიც, სამხრეთმა კორეამ გადაწყვიტა თავისი...
კორეა კორეაში ველური ბარათით
ჩრდილოეთ კორეა თავის სპორტსმენებს სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სავარაუდოდ გაუშვებს. ამგვარი განცხადება საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა ჩან უნმა გააკეთა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეას ოლიმპიადაზე ფიგურისტების გაგზავნა სურს. ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია სავარაუდოდ მხოლოდ ორი სპორსტნებისგან იქნება შემდგარი. ესენი ფიგურისტები, 18 წლის იომ ტხე და 25 წლის კიმ იუ სიკი არიან. ოლიმპიადაზე...
რუსებზე ზამთარმაც კი უარი თქვა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეისწავლა შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტის, სამუელ შმიდის კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტები და რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2018 წლის პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადიდან მოკვეთა. სხვა სიტყვებით, რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეის 43 ათასიან ქალაქში საასპარეზოდ ვერ ჩავა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიონგჩანგში რუსი სპორტსმენის ჭაჭანება არ იქნება. ზოგიერთ მათგანს ოლიმპიური დროშის ქვეშ შეეძლება გამოსვლა....




