ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დაასრულა ყბადაღებული საუბარი ლეონიდ ტარანენკოს რეკორდზე, რომელიც ბელარუს სპორტსმენს 1988 წელს დაემყარებინა – 266 კილოგრამი. ამიერიდან, მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი 267 კილოგრამი გახლავთ, რომელიც ქართველმა გოლიათმა ტაშკენტში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა. საქმე ის არის, რომ წონების შეცვლის შემდეგ რამდენიმე რეკორდი საერთოდ გაუქმდა და ხელახალა ათვლა დაიწყო. ასე ჩაბარდა ისტორიას ტარანენკოს 266 კილოგრამიანი...
