ჭდე: კოკუ

Home კოკუ
რუნი მთავარია
ჩანაწერი

რუნი მთავარია

უეინ რუნი „დერბის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს. „მანჩესტერის“ და ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი აქამდეც მოთამაშე-მწვრთნელი იყო, მაგრამ შაბათს პოსტიდან ფილიპ კოკუს გაშვების შემდეგ დამოუკიდებლად მოუწევს გუნდის გაძღოლა. მის სამწვრთნელო შტაბში ლიამ როზენიორი, შეი გივენი და ჯასტინ უოლკერი შედიან. მუდმივი მთავარი მწვრთნელი ნოემბრის ბოლოს დაინიშნება, როცა შეიხი ხალიდი კლუბის შეძენის პროცედურას დაასრულებს. მანამ კი რუნი...

კოკუმ ლამპარდი შეცვალა
ჩანაწერი

კოკუმ ლამპარდი შეცვალა

ფრენკ ლამპარდმა ორი დღის წინ მშობლიური „ჩელსი“ ჩაიბარა, „დერბი“ კი თავკაცის გარეშე დარჩა. არადა, ლამპარდს წარმატებული სეზონი ჰქონდა… გუნდი ფლეი ოფში გაიყვანა და მხოლოდ პრემიერლიგაში გადასასვლელი ფინალი წააგო „ასტონ ვილასთან“. მის ნაცვლად ჰოლანდიელი ფილიპ კოკუ დანიშნეს. ჰოლანდიელის თქმით, ერთი სული აქვს, როდის გაიცნობს გუნდს და ფანებს. კოკუ შარშანდელი ოქტომბრიდან უქმობდა, როცა თურქული „ფენერბახჩედან“ გაუშვეს.