ჭდე: ირაკლი აფციაური

Home ირაკლი აფციაური
38:3 და ავჭალა ნახევარფინალის მოლოდინში
ჩანაწერი

38:3 და ავჭალა ნახევარფინალის მოლოდინში

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში საქართველოს სარაგბო ნაკრების უპირატესობა ეჭვს წამითაც არ იწვევდა, არადა ბორჯღალოსნები ესპანელებთან ჯახში მხოლოდ 37-ე წუთზე დაწინაურდნენ, როცა თენგიზ პერანიძემ ბურთის რაქიდან გამოტანისას დაქნევით მთელი ესპანური დაცვა გააბითურა და 9 ნომრისთვის კლასიკური ლელო გაიტანა. ეს იყო პერანიძის პირველი ლელო მე-3 სანაკრებო მატჩში. ლუკა მატკავამ გარდასახა და ანგარიში 7:3 გახდა, რადგან 21 წუთზე ესპანელებმა...

გადატრიალებული მსოფლიო რაგბი
ჩანაწერი

გადატრიალებული მსოფლიო რაგბი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც მათზე იყო დამოკიდებული – 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიელი თანატოლები 30:17 დაამარცხეს, გზად 4 ლელო დაუდეს, რამაც ბონუს-ქულაც მოუტანა. შედეგი უკვე დღესაა ისტორიული – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს! ყოველ შემთხევაში, როცა ეს სტრიქონები იწერება, ლადო კილასონიას ოქროს ბიჭები ჯგუფის პირველ ადგილზე...

ქართველები წინ მიიწევენ
ჩანაწერი

ქართველები წინ მიიწევენ

ევროპა შიდა ფრანგული რაგბის ამარაა დარჩენილი, რადგან ყველა დანარჩენი ძლიერი ჩემპიონატი უკვე დასრულებულია. თან გასულ უქმეებზე იგივე საფრანგეთში მხოლოდ 3 მატჩი გაიმართა, მაგრამ სამივე მათგანს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში შესარჩევი ნახევარფინალი შედგა და გაირკვა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გურამ გოგიჩაშვილი და ლექსო ყაულაშვილი გააგრძელებენ, ხოლო „სტად ფრანსეს“ და „ლიონის“ ქართველთათვის...

… მათ ზუსტად იციან, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს!
ჩანაწერი

… მათ ზუსტად იციან, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს!

საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა ამას წინათ სამი ტესტ-მატჩი გამართა და ცხადია, სამივე მოიაზრებოდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპად. ჰოდა, ისევე როგორც დიდებს, პატარა ბორჯღალოსნებსაც ახასიათებთ ფორმაში თანდათან შესვლა და თამაშის ხარისხის მატჩიდან მატჩამდე, თვალსა და ხელს შუა აწევა. უმცროსი ბორჯღალოსნები 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას...

ევროპული რაგბის ფრანგული დომინაცია
ჩანაწერი

ევროპული რაგბის ფრანგული დომინაცია

გასულ უქმეებზე სარაგბო ევროპამ მორიგი ციკლი დაასრულა და ისევე, როგორც შარშან, ორივე საკლუბო ტურნირი ფრანგული კლუბების გამარჯვებით დასრულდა. სასიამოვნოა, რომ ქართველი მორაგბე წლეულსაც გახდა ერთ-ერთი თასის მფლობელი. ჩემპიონთა ლიგა ვინაიდან ფინალებს დუბლინი მასპინძლობდა, მთავარი ევროთასის მოგების მთავარ პრეტენდენტად სწორედაც დუბლინური „ლენსტერი“ მოიაზრებოდა. ესეც რომ არა, ირლანდიური სუპერგუნდი მშვენიერ ფორმაში იყო და მას ფავორიტად ბუქმეიკერებიც მიიჩნევდნენ....

კაიკაციშვილის -100 და აფციაურის მე-2
ჩანაწერი

კაიკაციშვილის -100 და აფციაურის მე-2

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ში 26-ე ტური გაიმართა, ანუ რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს 4-4 მატჩის ჩატარებაღა დარჩათ და უკვე დღეს ოფიციალურად ცნობილია, რომ „ოიონაქსმა“ ეს პირველობა მოიგო. ამ გუნდმა 96 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „გრენობლისთვის“ თეორიულადაც მიუწვდომელი გახდა – „ალპელებს“ ხომ „მხოლოდ“ 75 ქულა აქვთ. არადა, გრენობლელებმა გასულ ტურშიც ბონუსით იმარჯვეს – ლიგიდან...

ეს ფენომენალური დავით ნინიაშვილი!
ჩანაწერი

ეს ფენომენალური დავით ნინიაშვილი!

ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ში თავის მორიგ შედევრალურ მატჩს ატარებდა, ხოლო საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისტორიას ქმნიდა, ქართული რაგბის ამბები რამდენადმე ჩრდილში მოექცა, არადა ქართული ნიჭის ზეიმი სწორედ ტოპ 14-ში იყო თუ იყო. ნაკრებიდან თავის „ლიონში“ დაბრუნებულმა დავით ნინიაშვილმა „რასინგ-92“-თან მატჩი საკუთარ ბენეფისად აქვია. 20 წლის უკანახაზელმა 2 ლელო გაიტანა და პირადი სეზონური ანგარიში 7...